გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი პრესკონფერენციაზე მედიის კითხვაზე, თუ რატომაა ასე დაინტერესებული ქართული პოლიტიკით აცხადებს, რომ ეს არის საერთო საფუძველი ევროკავშირის წევრობისთვის.
მისივე განმარტებით, რუსულ იმპერიალიზმს თუ ერთად არ შევაჩერებთ, ის მსოფლიო დესტაბილიზაციას მოახდენს. ამასთან, ის როგორც ქართველი ხალხისთვის, ისე გერმანიისთვისაც დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
„ეს არის საერთო საფუძველი ევროკავშირის წევრობისთვის. იმიტომ, რომ ჩემი მთავრობის კოლაფსი უზარმაზარ გავლენას ახდენს ევროპული კავშირის სტაბილურობაზე.
მე სრულად მესმის, როდესაც ჩემი პატივცემული კოლეგები მეკითხებიან, „რა ჯანდაბა ხდება ბერლინში?“ ეს არის ძალიან ნორმალური კითხვა და მოვლენების თქვენს ქვეყანაში განვითარებას ჩვენზე უაზარმაზარი გავლენა აქვს, რადგან რუსული იმპერიალიზმი არა მხოლოდ ქართველი ხალხისთვის, არამედ ჩვენთვისაც დიდი საფრთხეა.
თქვენი ქვეყნის 20%-ია რუსეთის მიერ ოკუპირებული და არა ჩემი ქვეყნის. თუ რუსულ იმპერიალიზმს არ შევაჩერებთ, ის ჩვენს ქვეყნებში მშვიდობის, უსაფრთხოების, დემოკრატიის, თავისუფლების დესტაბილიზაციას მოახდენს.
დეზინფორმაციის კამპანიები, ეს არ იყო საფრთხე მხოლოდ ჩვენი მეგობრებისთვის და მოკავშირეებისთვის მოლდოვას რესპუბლიკაში, ასევე გერმანიაში. ჩვენ ყველანი ერთ ენაზე ვლაპარაკობთ. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. ერთგული ევროპელები. საქართველო არ გახლავთ ევროკავშირის წევრი, მაგრამ ეს გახლავთ ჩვენი მისია. ჩვენ ვცდილობთ დაგეხმაროთ ამ გრძელ და რთულ გზაზე, მაგრამ ეს ნამდვილად ღირებულია“, - განაცხადა როთმა.
ის დასძენს, რომ ევროკავშირის ინტერესებში შედის აღმოსავლეთ ევროპის სტაბილიზაცია, მშვიდობით, დემოკრატიით, კანონის უზენაესობით და თავისუფლებით. ეს არის საუკეთესო ინსტრუმენტი რუსულ იმპერიალიზმთან საბრძოლველად. მისივე თქმით, რუსეთის დამშვიდება არა არჩევანი, არამედ სტრატეგიის ნაბიჯია.