მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რუსული ინექციების” გარეშე ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ვერ გვექნებოდა - მიხეილ კუკავა

6443a31104516
მარიამ ვარადაშვილი
22.04.23 13:18
966
IDFI-ის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, მიხეილ კუკავა ამბობს, რომ რუსი მიგრანტების გარეშე 2022 წელს საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ვერ ექნებოდა. გასულ წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 10.1% შეადგინა.

2022 წელს საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმითა და საქონლის ექსპორტით დაახლოებით 3.6 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 3-ჯერ მეტია 2021 წელს რუსეთიდან ამავე წყაროებით მიღებულ შემოსავალზე.

“რუსული ინექციების” გარეშე ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ვერ გვექნებოდა. მის გარეშე გაუმჯობესდებოდა მაკროეკონომიკური ფაქტორები, რაც ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს, თუმცა სრულიად შეუძლებელია ის ზრდა გვქონოდა, რაც "რუსული ინექციებით" გვქონდა. ამდენად რუსეთზე დამოკიდებულება იზრდება და ეს ეკონომიკური ზრდა არა მხოლოდ ამ “ინექციებით” მივიღეთ, არამედ იმითაც რომ რუსეთი ქვეყნის ნომერ პირველ სავაჭრო პარტნიორად ვაქციეთ",-ამბობს კუკავა.

მისივე თქმით, რუსეთის ფაქტორის გარეშე, მსგავი ეკონომიკური ზრდისთვის სისტემური რეფორმებია საჭირო უმთავრესად კი სასამართლოს რეფორმა.

“ეს ეკონომიკური შინაარსის რეფორმაა. კანონის უზენაესობას უყურებენ ინვესტორები, დონორი ორგანიზაციები. აქ რეფორმის აუცილებლობაზე არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და ინდექსი უთითებს. ეს რეფორმებია ფართობასშტაბიანი პროვატიზაცია, უარის თქმა ბაზრის დამახინჯებაზე, ანუ სუბსიდირებაზე და სხვა. ეს ყველაფერი გულისხმობს იმას, რომ მთავრობამ უნდა “აიტკიოს თავი” და აატკიოს ბიზნესსაც, რათა საბოლოოდ რუსეთს ჩავეხსნათ და მოხდეს დივერსიფიცირება",-ამბობს კუკავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები