მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რუსული კანონი“ და ხელისუფლების გზავნილები - რა გზას ირჩევს ხელისუფლება?

საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა, - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. დეპარტამენტის პრესსპიკერის მეთიუ მილერის განცხადებაში ნათქვამია, რომ „კრემლის მიერ შთაგონებული უცხოური გავლენის” კანონმდებლობამ და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლების განცხადებები და ქმედებები შეუთავსებელია დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომლებიც საფუძვლად უდევს ევროკავშირის, ნატოს წევრობას და საფრთხე ექმნება საქართველოს გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.

საით მიდის საქართველო, იცვლება თუ არა კურსი, რომელიც საქართველომ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან აირჩია?

სტუმარი: ელგუჯა ხოკრიშვილი - გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი & ბერლინის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები