მოვუწოდებთ პარლამენტს, გულდასმით აწონოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებით გამოწვეული შედეგები და თავი შეიკავოს იმგვარი ქმედებებისგან, რაც კიდევ უფრო გაზრდის პოლარიზებას ჩვენს საზოგადოებაში და დააზიანებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივას, - ამის შესახებ 7 ბიზნეს ასოციაციის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბიზნეს ასოციაციები იზიარებს შეშფოთებას, რომ აღნიშნული კანონი, ძალაში შესვლის შემდგომ, გააღვივებს ეჭვსა და უნდობლობას ამ ორგანიზაციების მიმართ და მათ სტიგმატიზებას მოახდენს, რაც მათ საქმიანობას შეაფერხებს.
განცხადება გაკეთდა შემდეგი ორგანიზაციების სახელით: ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო (EUGBC); ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში (AmCham); გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება | DWV; საფრანგეთი-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატა (CCIFG); საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია; საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია და საქართველოს გადამხდელთა კავშირი.
რა ხდება იმ დროს როცა ხელისუფლების რიტორიკა არცერთ სექტორზე არ ჭრის და ამას აჩვენებს როგორც განცხადებები, ისე პროტესტი ქუჩაში, რა იქნება ამ ყველაფრის ფასი?
სტუმარი: სოსო ბერიკაშვილი - კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი;