მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსული კანონი გვაშორებს ევროკავშირს და შეზღუდავს გამოხატვის უფლებას" - TRC

ზურა ბაზღაძე

საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი ერთადერთი საწარმოს TRC-ის თანადამფუძნებელი დირექტორი, ზურა ბაზღაძე bm.ge-სთან "რუსული კანონის" მიღების შემთხვევაში მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობს.

ბაზღაძის თქმით, ქვეყანაში ბიზნესის და კონკრეტულად მწვანე მიმართულების განვითარებისთვის ევროკავშირის გამოცდილების გაზიარებაა აუცილებელი და ე.წ. ჩვენი გზით, ამ გზაზე წინ ვერ წავალთ.

"ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის შემდეგ ბევრი რეგულაცია და კანონი მოწესრიგდა, წინ ბევრი სამუშაოა და ალბათ ათწლეული დასჭირდება ევროკავშირთან მიახლოებული ნარჩენების გადამუშავების სექტორი რომ შევქმნათ საქართველოში, მაგრამ ამ გზაზე ევროპული გამოცდილების დანერგვით უნდა ვიაროთ. ე.წ. ჩვენი გზით, ამ გზაზე წინ ვერ წავალთ.

ჩემი ცალსახა პოზიციაა, არა რუსულ კანონს! ხელისუფლებას, აუცილებლად უნდა ესმოდეს ხალხის და არ უნდა ხდებოდეს აქციის მონაწილეების სტიგმატიზება პარტიული კუთვნილებით, რომ თითქოს, ისინი ნაცები არიან. ადამიანები, რომლებიც გამოდიან და თავის აზრს გამოხატავენ, ეს ნორმალური ხელისუფლებისთვის მისასალმებელი და პატივსაცემი უნდა იყოს. არც ერთ კანონს არ მივესალმები, რომელიც შეზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და დაგვაშორებს ევროკავშირს. ეს კანონი, ამ ორს ემსახურება", - განაცხადა ზურა ბაზღაძემ.

მისივე თქმით, მიუღებელი და შეუძლებელია ხელისუფლების წარმომადგენლები ისე ესაუბრებოდნენ მედიას, როგორც ეს გასულ კვირას ხდებოდა. ბაზღაძე კახა კალაძის და სხვა ჩინოვნიკების ამგვარ, არანორმატიულ ქცევასაც კანონის თანმდევ პროცესად მოიაზრებს და მიიჩნევს, რაც საბოლოოდ შეზღუდავს გამოხატვის უფლებას.