საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ 5 სარჩელი შევიდა, სარჩელების 3-დღიანი განხილვა დასრულდა. სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, მიიღებს თუ არა სასამართლო სარჩელებს წარმოებაში და დაიწყება თუ არა საქმის არსებითი განხილვა.
იუსტიციის სახლის გავრცელებული განცხადების მიხედვით, ორგანიზაციებისთვის ფილიალებში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, განაცხადის ჩაბარება შესაძლებელი 2 სექტემბრის ჩათვლით იქნება, რაც ნიშნავს, რომ განაცხადების ჩაბარების ბოლო დღეა.