მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

[რუსული] კანონი შეიცავს ბერკეტებს, რომლითაც სახელმწიფო დაძლევს ორგანიზაციების დაუმორჩილებლობას - პრემიერი

ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, "რუსული კანონი" შეიცავს ბერკეტებს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ვერც ერთი ორგანიზაცია ვერ იყოს დაუმორჩილებლობის რეჟიმში.

პრემიერმა მედიასთან თქვა, რომ კანონის ამოქმედებას წინ ვერაფერი დაუდგება.

"თვითონ კანონი შეიცავს ბერკეტებს, რომლითაც სახელმწიფო დაძლევს არაკეთილსინდისიერი ორგანიზაციების დაუმორჩილებლობას.

მონიტორინგი ჩატარდება და ყველას დეკლარაციას გამოქვეყნდება. ვერავინ უზრუნველყოფს იმას, რომ ქართველმა მოქალაქემ ვერ მიიღოს ინფორმაცია ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ. საზოგადოებისთვის ამ ინფორმაციის გამჭვირვალობას წინ ვერაფერი დაუდგება. თვითონ კანონი შეიცავს შესაბამის ბერკეტებს", - განაცხადა პრემიერმა.

"რუსული კანონი" საკანონმდებლო მაცნეზე გუშინ გამოქვეყნდა, შესაბამისად უკვე ძალაშია. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აცხადებს, რომ კანონს არ დაემორჩილება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები