მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რუსული კანონი” - სტიგმა თუ გამჭვირვალობა?

პარლამენტში ე.წ რუსული კანონის განხილვა გრძელდება. მმართველი პარტია პოზიციებს არ ცვლის. სამოქალაქო სექტორის, საზოგადოების დიდი ნაწილის, საქართველოს დასავლელი პარტნიორების მკაცრი პოზიციის მიუხედავად „ქართული ოცნება“ გამჭვირვალობის სახელით ინიცირებულ ე.წ რუსული კანონის უკან გაწვევას არ აპირებს. მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ იარლიყს ანიჭებს.

სამოქალაქო საზოგადოება კვირების განმავლობაში დეტალურად განმარტავდა, თუ რატომ არის რუსული კანონი ანტიკონსტიტუციური, ქართული დემოკრატიის დასასრული და ევროკავშირში ინტეგრაციის საერთო-ეროვნული სწრაფვის შეგნებულად დამაზიანებელი, თუმცა ოცნებისთვის ყველა მხარის კრიტიკა მიუღებელია. მმართველი ძალის მესვეურები ჯიუტად ამტკიცებენ, რომ მათ კანონპროექტს რუსულთან კავშირი არ აქვს და რეალურად იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის მიზანს ემსახურება, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხო ქვეყნიდან იღებენ. რაში იხარჯება ე.წ შავი ფული, როგორც ამას მმართველი პარტია უწოდებს, რამდენად გამჭვირვალეა დონორული დაფინანსება და რეალურად არის თუ არა უცხო ქვეყნის ინტერესში ის პროექტები, რომელიც საქართველოში არაერთი მიმართულებით ხორციელდება.

სტუმარი: მარიამ ჯორჯაძე - "ელკანას" დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები