მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსული კანონის“ ეფექტი საინვესტიციო კლიმატზე - ვიცე-პრემიერის პასუხი

რუსული კანონი ძალაშია. სალომე ზურაბიშვილის უარის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ხელი თავად მოაწერა. როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, კანონის მთავარი მიზანი გარე ჩარევების მიმართ საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემების მედეგობის განმტკიცებაა. კანონზე მთავრობის სხდომის დაწყებამდე ირაკლი კობახიძემაც ისაუბრა. პრემიერმა აღნიშნა, რომ გამჭვირვალობის კანონის მიღებით მხოლოდ საქართველომ, მისმა სუვერენიტეტმა და მისმა უსაფრთხოებამ გაიმარჯვა. ხელისუფლებაში დარწმუნებულები არიან, რომ რუსული კანონი ეკონომიკურ ზრდასა და ინვესტიციების შემოდინებაზე ნეგატიურად არ აისახება. როდესაც კერძო სექტორის მხრიდან ნეგატიური შეფასებები გვესმის, რა უქმნის მმართველ გუნდს დადებით მოლოდინებს?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები