მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რუსული კანონის“ მიღებით განვითარებული მოვლენების გამო თბილისში 6 ბიზნეს ღონისძიება გაუქმდა - BTL Georgia

საკონფერენციო

მმართველი პარტიის მიერ ე.წ რუსული კანონის მიღების შემდგომ დედაქალაქში სამოქალაქო პროტესტის გავლენით თბილისში რამდენიმე ბიზნესს ღონისძიება გაუქმდა. კომპანია BTL Georgia-ს ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი „საქმის კურსთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ბოლო პერიოდის მოვლენების გავლენა საქმიან ტურიზმზე მკვეთრი და აშკარა იყო. გაუქმებულია ვიზიტები პოლონეთიდან და ჩეხეთიდან.

„ზემოქმედება მკვეთრი და აშკარა იყო. ერთი მხრივ გვქონდა დადასტურებული პროექტების გაუქმება და მეორე მხრივ გვქონდა პროექტების შემცირება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ არამარტო კორპორაციულ დონეზე იყო შიში და ნეგატიური განწყობა ამ მოვლენების მიმართ, არამედ ინდივიდუალურად. ჯგუფის ნაწილი არ ჩამოდიოდა ზუსტად იმიტომ, რომ საქართველო იმ მომენტში შეიძლება არ მიაჩნდათ სტაბილურ რეგიონად.

წლის ჭრილში ჯამში 6 ღონისძიებაზეა საუბარი. რაც შეეხება ქვეყნებს, ეს იყო პოლონეთი და რამდენიმე პროექტი იყო ჩეხეთიდან, რაც გულისხმობდა კონკრეტული კორპორაციების თანამშრომლების წახალისებას და მათთვის სხვადასხვა ტიპის აქტივობების ჩატარებას თბილისში“,- განაცხადა გურამ ავალიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები