მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რუსული კანონის” მოწინააღმდეგეებმა მტკვრის ორივე სანაპიროზე საავტომობილო გზა გადაკეტეს

აქცია

“რუსული კანონის” მოწინააღმდეგეებმა მტკვრის ორივე სანაპიროზე საავტომობილო გზა გადაკეტეს.

ამ დროისთვის, სპეცრაზმმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლა.

სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა მობილიზებულია ქაშუეთის ეკლესიასთან.

აქციის მონაწილეების მისამართით ამ წუთებში ისმის გაფრთხილება: „მოქალაქეებო, გთხოვთ დაიშალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მართლწესრიგის აღსადგენად და სამოქალაქო სიმშვიდის დასამყარებლად”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები