მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული კანონის წინააღმდეგ მარში წერეთლის მოედნიდან დაიწყო

მარში

სტუდენტების მიერ დაორგანიზებული მარში წერეთლის გამზირიდან, Expo Georgia-ს ტერიტორიიდან რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმართულებით უკვე დაიწყო.

რუსული კანონის წინააღმდეგ მარშის მონაწილეები გაივლიან წერეთლისა და აღმაშენებლის გამზირებს, მივლენ ზაარბრიუკენის მოედანზე, საიდანაც შეუერთდებიან სამედიცინო პერსონალის პროტესტს საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან, 20:00 საათიდან.

ახალგაზრდებს წერეთლის გამზირზე მანქანების სავალი გზის გადაკეტვის საშუალება არ მიეცათ.

სტუდენტები აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციები და სტუდენტური მარშები არ შეწყდება, ვიდრე მმართველი პარტია რუსულ კანონს უკან არ გამოიწვევს.

ცოტა ხნის წინ ასევე ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "უცხო ძალის გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონს ვეტო დაადო - მოტივირებული შენიშვნები პარლამენტში დღესვე გადაიგზავნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები