ვეტოს დაძლევაზე ანონსი დღეს ბევრჯერ იყო, ენტონი ბლინკენის განცხადებაც არ არის ერთად ერთი რომელზეც მმართველი უმრავლესობის წარმომადგენლებს დაფიქრება კიდევ მოუწევთ. აშშ-ის სენატში საქართველოს წინააღმდეგ სანქციების ახალ, ორპარტიულ კანონპროექტსაც წარადგენენ. წარმომადგენელთა პალატაში “მეგობარი” აქტის შესაძლო ინიციირების პარალელურად, სენატორებმა ჯინ შაჰინიმ და ჯიმ რიშიმ საქართველოსთან დაკავშირებით ახალი კანონპროექტი შეიმუშავეს. ამერიკის ხმის ინფორმაციით, პაკეტის ინიცირება რომელსაც - "ქართველი ხალხის აქტი" ჰქვია, ამ კვირაში იგეგმება. კანონპროექტის პირველი ნაწილი სავიზო შეზღუდვებს და სანქციებს კონკრეტული პირებისთვის მოიცავს. ასევე სამხედრო დახმარების გადახედვას და ყველა დაფინანსების შეჩერებას საქართველოს მთავრობისთვის. ასევე ითვალისწინებს აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული დიალოგის სამუდამოდ შეჩერების მოწოდებას. მეორე ნაწილი ხაზს უსვამს აშშ-ის სენატის ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, ასევე გამოყოფს არანაკლებ 50 მილიონ დოლარს საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პროექტების მხარდასაჭერად ძალიან მაღალ ეკონომიკურ ფასს გადავიხდით“ - რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი აცხადებს, რომ ამერიკის მხრიდან მმართველი პარტიის წარმომადგენლების დასანქცირების შემდეგ, არ არის გამორიცხული ევროკავშირმაც საქართველოსთან ურთიერთობების დროებით გაყინვის გადაწყვეტილება მიიღოს, შეჩერდეს ის პირდაპირი დახმარება, რასაც ქვეყანა აშშ-დან და ევროკავშირიდან იღებს