გათხევადებული ბუნებრივი აირის მომპოვებელი და მწარმოებელი წამყვანი რუსული კომპანია Novatek-ის წმინდა მოგება 2026 წელს 60%-ით, $2.37 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.
როგორ ირკვევა, მსგავსი კატასტროფული ვარდნა განპირობებული გასულ წელს მიღებული დასავლური სანქციებით, რამაც სერიოზულად შეუშალა ხელი კომპანიას ახლად გახსნილი Arctic LNG-2-ის საბადოსა და საწარმოს სრულფასოვან ამუშავებასა და იმ კაპიტალური ხარჯების გადაფარვაში, რაც მის მშენებლობას მოხმარდა.
შეგახსენებთ, Actic LNG-2 2023 წელს გაიხსნა, თუმცა სრული დატვირთვით ამუშავება და ჩინური შემსყიდველი კომპანიებისთვის პროდუქციის სრულფასოვნად მიწოდება მხოლოდ გასული წლის აგვისტოში შეძლო. ამ დროით შუალედში კი რუსეთისთვის დაწესებული სანქცირების მოცულობა მკვეთრად გაიზარდა და უარყოფითად იმოქმედა იმ პროგნოზებზე, რაც Novatek-ს შემოსავლების მიღების მხრივ ჰქონდა.
როგორც ირკვევა, წმინდა მოგების მკვეთრი ვარდნის გამომწვევი კიდევ ერთი მიზეზი $3.90 მილიარდის ერთჯერადი, გაურკვეველი ხარჯი გახდა, რომლის დეტალებსაც კომპანია ფინანსურ დოკუმენტებში არ უთითებს. ანალიტიკოსების შეფასებით, Novatek-ის მიერ დაფიქსირებული უარყოფითი შედეგები და ფისკალური 2026 წლის შემცირებული პროგნოზები ცხადყოფს, რომ დასავლური სანქციები რეალურ გავლენას ახდენს რუსული ენერგორესურსების ექსპორტზე და ქვეყანას მნიშვნელოვნად უმცირებს იმ შემოსავლებს, რაც ომის წარმოებისთვის სჭირდება. როგორც Financial Times-ი წერს, გამოქვეყნებულმა დეტალებმა ყველაზე უკეთ გამოაჩინა, თუ რამდენად ძვირი უჯდება რუსეთს საერთაშორისო იზოლაციაში ყოფნა და რამდენადაა გართულებული LNG-ს ექსპორტი იმ ფონზე, რომ კომპანიის პროდუქციას სანქციები ადევს.




























