მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"[რუსული] რესტორნის ქსელის შემოსვლას ქართულ ბაზარზე არავითარი კავშირი არ აქვს სასტუმრო "პარაგრაფთან"" - "პარაგრაფ თბილისის" განცხადება

პარაგრაფ თბილისი

სასტუმრო "პარაგრაფი თბილისი" მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც სასტუმროში რუსული რესტორნის ქსელი "სიროვარნიას" ფილიალი იხსნება.

განცხადების თანახმად, აღნიშნული რესტორნის ქსელის შემოსვლას ქართულ ბაზარზე არავითარი კავშირი არ აქვს სასტუმროსთან და ფართი რომელზედაც არის საუბარი, არ ეკუთვნის "პარაგრაფ თბილისს".

"გვსურს გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას "პარაგრაფ თბილისის" სასტუმროში რესტორან „Cheesefarm”-ის გახსნასთან დაკავშირებით.

აღნიშნული რესტორნის ქსელის შემოსვლას ქართულ ბაზარზე არავითარი კავშირი არ აქვს სასტუმრო "პარაგრაფთან". ფართი, სადაც მდებარეობს აღნიშნული რესტორანი, არ ეკუთვნის "პარაგრაფ თბილისს", ის არასოდეს ყოფილა სასტუმროს ნაწილი. რესტორნის ფართი არის კერძო მესაკუთრის მფლობელობაში და არანაირი კავშირი სასტუმროს ადმინისტრაციასთან და მფლობელ კომპანიასთან არ გააჩნია. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია საჯარო რეესტრშიც", - წერია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც თბილისის ცენტრში რესტორნების რუსული ქსელის, "სიროვარნიას" ფილიალი იხსნება, მხოლოდ ბრენდის სახელწოდება ინგლისური იქნება და არა რუსული. მას Cheesefarm ერქმევა. რესტორანი თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 5-ვარსკვლავიან სასტუმრო "პარაგრაფ თბილისში" გაიხსნება, რომელიც სანქცირებული ექსპრემიერის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი სასტუმროა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები