მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსული რესტორნების ქსელი SYROVARNYA საქართველოში შემოდის - რესტორანი სასტუმრო "თბილისი პარაგრაფში'' გაიხსნება

სირინოვანია

რუსულენოვანი საინფორმაციო სააგენტო Smart Press წერს, რომ თბილისის ცენტრში რესტორნების რუსული ქსელის, "სიროვარნიას" ფილიალი იხსნება, მხოლოდ ბრენდის სახელწოდება ინგლისური იქნება და არა რუსული და მას Cheesefarm ერქმევა.

გამოცემის ცნობით, რესტორანი თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 5-ვარსკვლავიან სასტუმრო "პარაგრაფ თბილისში" გაიხსნება, რომელიც სანქცირებული ექსპრემიერის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი სასტუმროა.

თბილისი მე-6 ქალაქი გახდება დუბაის (არაბთა გაერთიანებული საამიროები), ერევნის (სომხეთი), ალმატის (ყაზახეთი), დუშანბესა (ტაჯიკეთი) და ტაშკენტის (უზბეკეთი) შემდეგ, რომელშიც Novikiv Group-ის რესტორნების ქსელის ფილიალი გამოჩნდება. აღნიშნული ობიექტი რუსეთის 20 ქალაქსა და მსოფლიოს 6 ქვეყანაში იქნება წარმოდგენილი.

Cheesefarm რუსი რესტორატორის, არკადი ნოვიკოვის ბიზნესია — ქსელი საკუთარი წარმოების ყველის კოლექციითაა ცნობილი. 2025 წელს ეს რესტორნის ბრენდი 10 წლის გახდება. ამ დროის განმავლობაში მან მოახერხა პოპულარობის მოპოვება ევროპული სამზარეულოს, ყველისა და დესერტების მცოდნეებს შორის.

როგორც Smart Press-ის სტატიაში ვკითხულობთ, რესტორნის გახსნის შესახებ მოლაპარაკებები 2023 წელს დაიწყო და მას შემდეგ რესტორნის ინფრასტრუქტურული მოწყობა მიმდინარეობდა. რესტორნის გახსნის ოფიციალური თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

თუმცა კომპანია უკვე ვაკანსიებსაც აცხადებს და ოფიციალური განცხადებით, რესტორნის გახსნა მიმდინარე წლის ნოემბერში არის დაგეგმილი.


BM.GE ამ დრომდე ცდილობს "თბილისი პარაგრაფს" დაუკავშირდეს. მასალა დამატებითი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში განახლდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები