მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული რუბლი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მკვეთრად გაუფასურდა

რუბლი

რუსეთის სავალუტო ბაზარზე 2026 წლის ივნისი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნით დასრულდა. The Moscow Times-ის ცნობით, ჩინური იუანის კურსი ადგილობრივ ვალუტასთან მიმართებით 10.8%-ით გაიზარდა და 11.62 ₽ შეადგინა, რაც 2022 წლის დეკემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი ყოველთვიური ზრდაა. პარალელურად, შავ ბაზარზე აშშ დოლარის ღირებულება 10.75%-ით გაიზარდა და 78.69 ₽ შეადგინა, ევრო კი 8.3%-ით გაძვირდა, რის შედეგადაც კურსმა 89.8 ₽ მიაღწია.

სავალუტო კრიზისი რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში არსებულ შეფერხებებს ასახავს. უკრაინული დრონების ინტენსიურმა იერიშებმა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე კრიტიკული ინფრასტრუქტურა დააზიანა, რამაც ქვეყნის ჯამური გადასამუშავებელი სიმძლავრეების დაახლოებით 25% მწყობრიდან გამოიყვანა.

რაც შეეხება მოლოდინებს, ექსპერტების შეფასებით, ეროვნულ ვალუტაზე ზეწოლას საგარეო ეკონომიკური ფაქტორებიც გააძლიერებს. აშშ-მა რუსული ნავთობის გაყიდვისთვის განკუთვნილი სპეციალური ლიცენზია აღარ გაახანგრძლივა, რაც Urals-ის მარკის ნავთობზე ფასდაკლებას კიდევ უფრო გაზრდის და საექსპორტო შემოსავლებს შეამცირებს. პროგნოზების თანახმად, მხოლოდ საწვავის გადაუდებელი შესყიდვები დოლარის ღირებულებას დამატებით 1–2 რუბლს შესძენს, წლის ბოლომდე კი კურსმა შესაძლოა 87 ₽-ს მიაღწიოს.

ამას ისიც ემატება, რომ მაისის ბოლოსთვის ქვეყნის ჯამურმა ბიუჯეტის დეფიციტმა 6 ტრილიონ რუბლს, ანუ $76.5 მილიარდს მიაღწია და ამ პრობლემის მოგვარების გზა კრემლში არ ჩანს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები