მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული სამხედრო გემი ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებში შეიჭრა

რუსეთის სადაზვერვო ხომალდი
BM. GE
21.11.25 14:48
• 418

რუსული სამხედრო გემი ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებში შეიჭრა. გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთი აღნიშნულის გამო მკაცრად გააფრთხილა. კერძოდ, საუბარია რუსულ სამხედრო ხომალდ "იანტარზე", რომელიც ბრიტანეთის ჩრდილოეთში, შოტლანდიის სანაპიროსთან არსებულ ტერიტორიულ წყლებში შეიჭრა. გადალახვის შემდგომ გემმა ლაზერი დაუმიზნა მის შესაკავებლად აფრენილ სამეფო საჰაერო ძალების თვითმფრინავს.

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ჯონ ჰილის თქმით, ეს იყო “ძალიან სახიფათო” ქმედება.

გემი, რომელიც ოფიციალურად ოკეანოგრაფიულ ექსპედიციას ეკუთვნის, კრიტიკული ინფორმაციის შესაგროვებლად გამოიყენება, ხოლო საომარი მოქმედებების დროს მას მეტოქის წყალქვეშა ინფრასტრუქტურაზე სადაზვერვო მონაცემების შეგროვება შეუძლია.

შემთხვევის შემდგომ, თავდაცვის სამინისტრომ სამეფო ფლოტს რუსულ გემებთან მოქმედების წესების შეცვლა დაავალა. ამიერიდან, ბრიტანეთის საზღვაო ფლოტს "იანტარის" ქმედებების ახლო მონიტორინგი შეეძლება. ცნობისათვის, ეს არის მეორე შემთხვევა, როდესაც აღნიშნულმა ხომალდმა გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიული წლები დაარღვია.

მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური ლონდონის პოზიცია მკაფიოა: “ჩვენ გიყურებთ. თუკი მომდევნო დღეებში "იანტარი" სამხრეთით დაიძრება, ჩვენ მზად ვართ.”

რუსეთის საელჩომ აღნიშნული განცხადებები დაგმო და მათ “რუსოფობიური” უწოდა. მათი თქმით, ბრიტანეთის ხელისუფლება “სამხედრო ისტერიის” შექმნას ცდილობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები