რუსულმა აზიმუტმა სანკტ-პეტერბურგი - თბილისის მიმართულებით ავიარეისების შესრულება დაიწყო.
"რეისები კვირაში 2-ჯერ, ოთხშაბათს და კვირას შესრულდება. საქართველოს დედაქალაქში ავიარეისები იქნება პირველი საერთაშორისო მიმართულება "აზიმუტისთვის" პულკოვის საერთაშორისო აეროპორტიდან", - აცხადებენ აზიმუტში.
რაც შეეხება ფასს, ფასები 170 დოლარიდან იწყება და 550 დოლარს აღწევს.
აქამდე, ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ავიამიმოსვლას თბილისიდან როგორც მოსკოვის, ისე სოჭისა და მინვოდის მიმართულებით ასრულებდა. ავიაკომპანია დაფრინავს ბათუმშიც.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენისა და საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ ბრძანება ვლადიმერ პუტინმა 10 მაისს გასცა. რუსულმა ,,აზიმუტმა" კი, პირველი ავიარეისი ფრენების განახლების შემდეგ 2023 წლის 19 მაისს შეასრულა.