მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

[„რუსულმა“] კანონმა შეუძლებელია ევროინტეგრაცია შეაფერხოს - მამუკა მდინარაძე

მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ შეუძლებელია „რუსულმა კანონმა“ ევროინტეგრაცია შეაფერხოს.

როგორც მდინარაძემ პარლამენტში, ჟურნალისტებთან განაცხადა, საქართველო ევროკავშირის წევრობისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის.

„მთელი ამ წლების განმავლობაში, როდესაც „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, ნაბიჯ-ნაბიჯ ეს ქვეყანა მიდის ევროკავშირისკენ და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ. ყველა ნაბიჯი, დაწყებული ასოცირების შეთანხმებით, გაგრძელებული ვიზალიბერალიზაციით, კანდიდატის სტატუსით ბოლოს, მიდის ევროპისკენ. ერთადერთი რაც არ ვქენით - არ ჩავერთეთ ომში და არ დავაწესეთ სანქციები. ჩვენ ევროინტეგრაციის საფუძვლად ღირსებას, მშვიდობას და კეთილდღეობას მივიჩნევთ და არა ომში ჩართვას და სანქციების დაწესებას. დანარჩენი, ამ წლების განმავლობაში, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ევროპულ ოჯახში მოვხვდეთ. რაც შეეხება კანონს, ეს არის ქართული კანონი. შეუძლებელია ამერიკული კანონის პრაქტიკულმა ანალოგმა, შედარებით რბილმა ვერსიამ, კანონმა, რომელიც ამის შემდეგ იქნა მიღებული კანადასა და საფრანგეთში, შეუძლებელია შეაფერხოს ევროინტეგრაცია. გამჭვირვალობა არ შეიძლება იყოს ევროპულობის საწინააღმდეგო“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები