მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რვა თვეში ქუთაისის აეროპორტი 534 ათას მგზავრს მოემსახურა

631730ec83aed
მარიამ ვარადაშვილი
06.09.22 18:41
538
2022 წლის აგვისტოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი - 27%-ით, რეისების რაოდენობა კი 64%-ით გაიზარდა. კერძოდ, აგვისტოში ქუთაისის აეროპორტით 111 566 მგზავრმა ისარგებლა. (2019 წლის აგვისტო 87 969 მგზავრი).

მგზავრთნაკადის გარდა, აგვისტოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლის დინამიკამ ავიარეისების რაოდენობის ზრდის კუთხითაც ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. აგვისტოში აეროპორტში რეისები 64%-ით გაიზარდა და 450 რეისს მოემსახურა. ( 2019 წლის აგვისტო - 274 რეისი).

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში აეროპორტი ჯამში 534 007 მგზავრს მოემსახურა და 2 115 რეისი შესრულდა. არსებობის მანძილზე ყველაზე მეტი მგზავრი ქუთაისის აეროპორტს 2019 წელს ჰყავდა, როცა აეროპორტით 873 616-მა მგზავრმა ისარგებლა.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 6 ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს.

მთავარი ფოტო: Nakanimamasakhlisi

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები