საქართველოში შაქრის იმპორტი შემცირდა. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში ქვეყანამ უცხოეთში 59,6 მლნ დოლარის 89 000 ტონა შაქარი იყიდა, მაშინ როცა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში 68,6 მლნ დოლარის 101 000 ტონა შაქრის იმპორტი განხორციელდა.
მთავარი იმპორტიორი ქვეყნები ბრაზილია და საფრანგეთია.
საქართველოში შაქრის იმპორტიორი TOP-10 შემდეგია:
- ბრაზილია - $19,4 მლნ - 33 500 ტონა
- საფრანგეთი - $11,4 მლნ - 14 490 ტონა
- ბელგია - $6,3 მლნ - 9 497 ტონა
- ნიდერლანდები - $6,1 მლნ - 7 758 ტონა
- თურქეთი - $5,2 მლნ - 7 219 ტონა
- არაბთა გაერთიანებული საამიროები - $3,5 მლნ - 6 000 ტონა
- პოლონეთი - $3,2 მლნ - 4 934 ტონა
- გერმანია - $2,3 მლნ - 3 459 ტონა
- მაროკო - $708 240 – 910 ტონა
- ჩეხეთი - $417 590 – 500 ტონა
რაც შეეხება ექსპორტს, საქართველოს წელს შაქრის ექსპორტი არ უფიქსირდება, ხოლო გასულ წელს, მხოლოდ 2 მლნ დოლარის 2 961 ტონა შაქრის ექსპორტი განხორციელდა. თითქმის სრული მოცულობა აზერბაიჯანში გავიდა.