"აწარმოე საქართველოში’’ ერთ-ერთ მიმართულებასთან - Invest in Georgia თანამშრომლობით, გავლენიანმა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Ryan Strategic Advisory-მ ევროპის ბიზნეს სერვისების პოტენციალის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს პოტენციალს გაესვა ხაზი.
ინფორმაციას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.
ანგარიში მიმოიხილავს ბიზნეს სერვისების Outsourcing-ის უახლეს ტენდენციებს და იმ როლს, რომელიც საქართველოს შეუძლია შეასრულოს პანდემიის შედეგად შექმნილ ახალ რეალობაში. კვალიფიციური სამუშაო ძალა, გეოგრაფიული და კულტურული სიახლოვე, განვითარებული სექტორი - მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ფაქტორების, რომლებიც საქართველოს მიმზიდველ ადგილმდებარეობად აქცევს.
სწორედ ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, უკვე რამდენიმე ისეთმა გლობალურმა კომპანიამ დაიწყო ოპერირება საქართველოში, როგორებიცაა Concentrix; Majorel და EPAM.
ანგარიში ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე
(NS)