მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ryanair ასობით პილოტს ათავისუფლებს

5d83cdf04371d
მიხეილ ხაჩიძე
21.09.19 10:40
4342

ირლანდიის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის Ryanair 500-დან 700 სამუშაო ადგილის გაუქმებას აპირებს. ამის შესახებ დუბლინში გამართულ პრესკონფერენციაზე კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა.


მაიკლ ო'ლირის თქმით, კომპანიას ზედმეტად ბევრი პილოტი ჰყავს და ბევრი მათგანის შემცირება იგეგმება.



Ryanair- ში მთლიანობაში 17,000 ადამიანია დასაქმებული. კომპანიას ექსცენტრიული მაიკლ ო'ლირი, როგორც მას ევროპული გამოცემები მოიხსენიებენ, უკვე 25 წელია მართავს.  უცხოური გამოცემები წერენ, რომ ის ცნობილია თანამშრომლებთან კონფლიქტური ურთიერთობებითა და ზედმეტად მომჭირნეობით.

 

Ryanair-ში კომპანიის ბორტგამცილებლების ხელფასი 1400 ევროა; შედარებისთვის - გერმანული Lufthansa-ს დამწყები სტიუარდესები 3000 ევროს გამოიმუშავებენ. ხელფასების მომატებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, Ryanair-ის  თანამშრომლებმა გაფიცვა არაერთხელ გამოაცხადეს.    


ირლანდიურ Ryanair-ში ევროპის მასშტაბით ფრენები საკმაოდ იაფია, თუმცა კომპანია ფულს დამატებითი სერვისებით აკეთებს, როგორიცაა: დაჯავშნა, რეგისტრაცია, მომსახურება ბორტზე და ა.შ.



შეგახსენებთ, რომ  Ryanair-მა  საქართველოში შემოსვლის შესახებ ცოტა ხნის წინ განაცხადა. კომპანია თბილისი-მილანის რეისებს უკვე 2019 წლის ნოემბრიდან იწყებს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები