მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქობულეთში ჩილიმის არომატების საწარმო გაიხსნა

64b0ec3526954
BM.GE
14.07.23 10:31
1000
სტატიაში საუბარია:
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქობულეთში ახალი საწარმო გაიხსნა. ჩილიმის არომატების საწარმო ლიბანური ინვესტიციით შეიქმნა და ინვესტიციის მოცულობა 5.5 მლნ ევროს შეადგენს.

სააგენტომ შპს „ეიჩ ჰუკას“ ინვესტიციების მიმართულებით საკონსულტაციო და ასევე, ფინანსური დახმარება გაუწია - საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში, საწარმომ 90%-მდე გარანტია მიიღო. სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდა ჩილიმის საწარმოს მშენებლობა, საჭირო ნედლეულის და ჩილიმის თამბაქოს დამაფასოვებელი დანადგარის შეძენა.

ჩილიმის არომატების ქარხანა ქობულეთის სოფელ მუხაესტატეში 10 000 კვ.მ მიწის ნაკვეთზეა გაშენებული და ის მსგავსი ტიპის პირველი საწარმოა საქართველოში. საწარმოში მზადდება მოსაწევი ყალიონი, ასევე, ჩილიმის 112 სახეობის არომატიზირებული პროდუქტი.

საწარმოო ხაზი 2023 წლის იანვრის თვიდან გაიხსნა და კომპანია უკვე გადის საერთაშორისო ბაზარზე წარწერით - „სიამაყით დამზადებულია საქართველოში“. ამჟამად, კომპანიაში დასაქმებულია 35 ადამიანი, ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეობა. კომპანია წლის ბოლომდე დასაქმებულთა რაოდენობის გაორმაგებას გეგმავს.

ბრენდი H HOOKAH რეგისტრირებულია WIPO-ს საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომელიც ასოთხმოცამდე ქვეყანას აერთიანებს და მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო დისტრიბუცია საქართველოს სახელით განხორციელდება. ქართული ბრენდი კონკურენციას უწევს საერთაშორისო ბრენდებს და ერთ-ერთი მოწინავეა ჩილიმის ბაზარზე.


(NS)


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები