2024 წელს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) 52 593 ტრანზაქცია გადაამოწმა. ამის შესახებ სააგენტოს საქმიანობის 2024 წლის ანგარიშშია აღნიშნული.
გასული წლის შემაჯამებელ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სააგენტოს გვერდის ავლით კონცენტრაციის - ორი ან ორზე მეტი დამოუკიდებელი ეკონომიკური აგენტის შერწყმის 13 ფაქტი დადგინდა. შესაბამის პირებს კი დაეკისრათ ჯარიმა, ჯამურად 263 985 ლარი.
ამასთან, ჯამურად სააგენტომ 18 კონცენტრაციაზე გასცა თანხმობა.
აღსანიშნავია, რომ GCCA-სთვის წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი შემოსავალი საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მილიონ ლარზე მეტია. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის საფასურია 5000 ლარი.




























