მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირისა და კოსტავას ქუჩის ნაწილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ქეთევან დედოფლის გამზირი
22.11.24 19:38
483

საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო ქეთევან დედოფლის გამზირისა და კოსტავას ქუჩის ნაწილზე 23 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა კოსტავას ქუჩაზე, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზიდან მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ არსებულ საგზაო მონაკვეთზე იმოქმედებს. რაც შეეხება ქეთევან დედოფლის გამზირს, საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვა თელავის ქუჩის კვეთიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთამდე იმოქმედებს.

"აღნიშნულ პერიოდში რუსთაველის გამზირიდან მიმავალი ავტომობილები ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩების საშუალებით შეძლებენ გადაადგილებას, ხოლო ნიკოლაძის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით მძღოლები რუსთაველის გამზირისა და ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ. ასევე, რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილება დასაშვები იქნება ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით.

აგრეთვე, სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ირბახის, წურწუმიას, ზურაბაშვილისა და კაჩინსკის ქუჩების საშუალებით. კაჩინსკის ქუჩიდან საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება, როგორც ბოჭორმის ქუჩის, ისე, ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით (მარცხნივ მოხვევით). გარდა ამისა, ავტომობილების მძღოლები იმოძრავებენ თელავის ქუჩიდან ბოჭორმის ქუჩის, ასევე, იალბუზის ქუჩიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები