მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საახალწლო თემატიკის სანთლებზე შეკვეთები 80%-ით გაიზარდა"- Aroma Candle

სანთლები

"საახალწლო თემატიკის სანთლებზე შეკვეთები 80%-ითაა გაზრდილი,“-ამის შესახებ BMG-სთან, სურნელოვანი სანთლების მწარმოებელი ბრენდის Aroma Candle -ის დამფუძნებელმა, ქეთევან კანდელაკმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბრენდი ონლაინ გაყიდვების საშუალებით ახდენს პროდუქციის რეალიზაციას, ხოლო მომავალი წლიდან პროდუქციის მაღაზიებში შეტანას აპირებს.

„ჩვენს სანთლებზე მოთხოვნა ძალიან მაღალია და საახალწლო პერიოდში განსაკუთრებით აქტიურად ვმუშაობთ. ბაზარზე კონკურენტ კომპანიებს კონკურენციას დაბალი ფასით ვუწევთ. ნედლეულს საბითუმოდ, ჩინეთში ვყიდულობთ და შესაბამისად, სარეალიზაციო პროდუქციის ფასი სხვა კომპანიების მიერ დამზადებული სანთლების ღირებულებისგან მკვეთრად განსხვავებულია. ამასთან, დაბალი ფასი იმითაა გამოწვეული, რომ სახელოსნო სახლში მაქვს მოწყობილი და ქირის გადახდა არ მიწევს.

გაყიდვების 70% ადგილობრივი ბაზარია, ხოლო პროდუქციის 30% ფოსტის საშუალებით ისეთ ქვეყნებში იგზავნება, როგორიცაა იტალია, ინგლისი და საფრანგეთი. გარდა ამისა, კორპორატიულ შეკვეთებსაც აქტიურად ვიღებთ.

სანთლებს სოიოს ცვილით ვამზადებთ, ამ ნედლეულის შეძენა კი ჩინეთში იმაზე ბევრად იაფი ღირს, ვიდრე საქართველოში,“-აცხადებს კანდელაკი.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, უახლოეს მომავალში პროდუქციის რაოდენობის გაზრდა და ექსპორტის მიმართულებით გააქტიურება იგეგმება, თუმცა ამჟამად მოლაპარაკებები რომელიმე ქვეყანასთან არ მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ბრენდი საოჯახო ბიზნესია, რომელიც თბილისში მდებარეობს და ოპერირება მიმდინარე წლიდან დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები