მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საახალწლოდ გაყიდვები უკვე დავიწყეთ" - „Winter Time შაკოსგან და ნინოსგან“

ნაძვის ხე

"საახალწლოდ წინასწარი ჯავშნები კი არა, უკვე გაყიდვებია დაწყებული" - ამის შესახებ BM.GE-სთან ნაძვის ხეების იმპორტიორი კომპანიის „Winter Time შაკოსგან და ნინოსგან“ დამფუძნებელმა, შალვა ბაბილუამ განაცხადა.

მისი თქმით, კომპანია პრემიალური კატეგორიის პროდუქციაზე არის ორიენტირებული და ბაზარს უმაღლესი ხარისხის პროდუქციით ამარაგებს.

„საახალწლოდ წინასწარი ჯავშნები კი არა, გაყიდვებია დაწყებული. ჩვენი მარაგების 25% უკვე გავყიდეთ. სხვადასხვა კომპანიები, თუ ფიზიკური პირები უკვე ყიდულობენ ნაძვის ხეებს. გარდა ამისა, წინსწრებითაც გვაქვს ჯავშნები. ორგანიზაციები, სასტუმროები თუ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებიც აქტიურად ემზადებიან საახალწლოდ.

ფასის კორექტირება არ მოგვიწია. საგამოფენო სივრცე (შოურუმი) დაახლოებით 10 დღეა ოფიციალურად გავხსენით და ვერ წარმოვიდგენდით, თუ ჩვენს პროდუქციაზე ასეთი მოთხოვნა იქნებოდა. ფასები არის პრემიალური. ნაძვის ხის ღირებულება დამოკიდებულია პროდუქციის ნედლეულის ხარისხზე. უნდა აღინიშნოს, რომ ნაძვის ხის ყავისფერი ნაწილი, სულ ხელით იღებება. ძალიან სუფთად არის ნამუშევარი შესრულებული, რაც ბუნებრივია ფასზეც აისახება. მარჟა გვაქვს რითეილის შესაბამისი“,- აცხადებს ბაბილუამ.

რაც შეეხება რეალიზაციას, პროდუქცია ფიზიკურად საბურთალოზე მდებარე საგამოფენო სივრცეში იყიდება, ამასთან წელს კომპანია ონლაინ ექსკლუზიურად extra.ge-ზე იქნება წარმოდგენილი და იქ გაიყიდება.

კომპანიის დამფუძნებელი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ მართალია მათი წარმოება ექსპორტზე არ გადის, თუმცა უახლოეს მომავალში წარმოების საქართველოში გადმოტანა იგეგმება. ამის შემდეგ კი ექსპორტზე ფიქრიც შესაძლებელი იქნება. პირველ ეტაპზე, მცირე მასშტაბებზე გავა.

ინფორმაციისთვის, „Winter Time შაკოსგან და ნინოსგან“ ბაზარზე უკვე 5 წელია ოპერირებს და პრემიუმ ხარისხის ნაძვის ხეების იმპორტზე და საცალო ვაჭრობაზეა ორიენტირებული. წელს კომპანიამ საკუთარი დიზაინის, ექსკლუზიური 6 მოდელი შექმნა. კომპანია „Winter Time შაკოსგან და ნინოსგან“ ნაძვის ხის სხვადასხვა ნაწილებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან აგროვებს და შემდეგ მას პოლონეთში აწყობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები