საახალწლოდ პერსონალური ამანათები 300-400%-ით, ონლაინ ამანათები 200-250%-ით გაიზარდა - ამის შესახებ bm.ge-ის inex group-ის დირექტორმა გიორგი კაპანაძემ უთხრა.
კაპანაძე 2023 წლის შეჯამებისას ამბობს, რომ ინლაინ კომერციისა და გზავნილების ზრდა გლობალური პროცესია, თუმცა საქართველოში ამას აქვს ერთი თავისებურება, პერსონალური ამანათები, რომელსაც ემიგრანტები გზავნიან და ამ კომპონენტში ზრდა უფრო დიდი მასშტაბისაა.
,, 2023 წელს ტარიფების ნაწილში ცვლილება პრაქტიკულად არ გვქონია. ამ მხრივ, მთელი წელი სტაბილური იყო. ტარიფების ფასში ერთ-ერთი მთავარი მდგენელი გადაზიდვის ღირებულებაა და რადგან ეს სტაბილური იყო, ჩვენ შევძელით ამ კუთხით არაფერი შეგვეცვალა.
მთელი წლის განმავლობაში, დინამიკა სტაბილურად მზარდი იყო ტვირთების ნაწილში. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ზაფხულის შემდგომი პერიოდი, როცა გარკვეული მიმართულებებიდან განსაკუთრებით გაიზარდა ამანათების რაოდენობა. წლის ბოლო კი, ამ მხრივ ყოველთვის განსაკუთრებულად დატვირთულია. ახალი წლის გარდა, ამას შავი პარასკევის ფასდაკლებებიც განაპირობებს. ასევე, საქართველოში განსაკუთრებული ხასგასმის ღირსია პერსონალური ამანათები, რომლებსაც ემიგრანტები საკუთარ ოჯახებს და ახლობლებს უგზავნიან. ჩვენ, ამ ბაზარზე ლიდერები ვართ და ყოველ კვირაში ასობით ტონა ამანათი ჩამოგვდის. რომ შევაჯამო, საახალწლოდ პერსონალური ამანათების რაოდენობა 300-400%-ით, ონლაინ ამანათები 200-250%-ით გაიზარდა" - ამბობს კაპანაძე.
კაპანაძის თქმით, კომპანია გეგმავს 2024 წელს ქვეყნის შიდა მომსახურების სერვისის გაფართოებას გეგმავს და მომხმარებელს ამ კუთხით არა ერთ ცვლილებას შესთავაზებს.