ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი სააპელაციო სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
4 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც მუქარას გულისხმობს და 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შემთხვევა 30 აგვისტოს რესტორანში თამაზ ელიზბარაშვილსა და „იმედის“ თანამშრომლებს შორის მომხდარ სიტყვიერ კონფლიქტს უკავშირდება, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კომენტარის გამო დაიწყო. დაკავებული თამაზ ელიზბარაშვილი ბრალს არ ეთანხმება.
























