მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საარბიტრაჟო დავების მომრავლება ქვეყნისთვის „უარყოფითი საქმიანი რეპუტაციული ბარათის“ შემქმნელია -  ვიქტორ ყიფიანი

ყიფიანი

„დავების ასეთი მომრავლება სხვა არაფერია, თუ არა რეპუტაციულად უარყოფითი საქმიანი ბიზნეს ბარათის შექმნა ქვეყნის თაობაზე“ - ამის შესახებ "საქმის კურსის" ეთერში ჯეოქეისის დამფუძნებელმა ვიქტორ ყიფიანმა საარბიტრაჟო დავებზე საუბრის დროს განაცხადა. მისი თქმით, ისეთი დავები, სადაც სახელმწიფო გამოდის მოპასუხე ან მოსარჩელე აბსოლუტურად სხვა მოვლენაა, დავების სიმრავლე კი არამხოლოდ რეპუტაციული, არამედ ფისკალურ რისკებს შეიცავს და დავების წარუმატებლობის შემთხვევაში მძიმე ტვირთად აწევს გადასახადის გადამხდელებს.

გარდა რეპუტაციული და ფისკალური ეფექტისა, ყოფიანის შეფასებით, ნებისმიერი დავა არის ერთგვარი საზომი მათ შორის, როგორ იმართება ქვეყანა. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ის ამბობს, რომ არბიტრაჟის დავის მასალებში ჩანს დიაგნოსტიკა, თუ როგორ მიიღებოდა გადაწყვეტილებები, რა ხარისხის ჩართულობა იყო სახელმწიფო უწყებების და როგორი იყო კომპეტენცია.

როგორც ცნობილია, 2024 წლის ბოლოს არსებული მდგომარეობით, სახელმწიფო $3.3 მილიარდის საარბიტრაჟო დავებში იყო ჩართული.

„ზოგადად დავა საქმიან პროცესში არ არის ტრაგედია, რა თქმა უნდა ეს არ არის სასურველი მოვლენა, ვინაიდან ამან შეიძლება შეაყოვნოს კონტრაგენტებს შორის ურთიერთობა, დანახარჯები შემოიტანოს ურთიერთობებში, მაგრამ საინვესტიციო დავები, განსაკუთრებით ისეთი დავები, სადაც სახელმწიფო გამოდის მოპასუხე ან მოსარჩელე ეს აბსოლუტურად სხვა მოვლენაა. როცა ჩვენ რეპუტაციაზე ვსაუბრობთ, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი, მით უმეტეს ჩვენთვის არა ბოლომდე თვითკმარი ეკონომიკისთვის, რომ ასეთი დავათა რაოდენობის მომრავლება სხვა არაფერი არ არის, თუ არა რეპუტაციულად უარყოფითი საქმიანი ბიზნეს ბარათის შექმნა ქვეყნის თაობაზე.

სხვას რომ თავი დავანებოთ, როცა ფისკალურზე ვსაუბრობთ, წარუმატებელი დავების შემთხვევაში ეს ჯიბეზე აწვება გადასახადის გადამხდელებს, არა მმართველ პარტიას ან პოლიტიკურ ჯგუფს, არამედ მე და თქვენ, შესაბამისად ეს ტვირთი ჩვენვე გვიბრუნდება ბუმერანგივით ხაზინაში, ბიუჯეტში ვინაიდან თანხა უნდა გავიდეს. ჩვენ წევრი ვართ საერთაშორისო შეთანხმებების, რომლითაც დავებით დაკისრებული თანხა უნდა გადავიხადოთ. ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება დანაკლისში, იქნება ეს ეკონომიკური პროგრამები, ინფრასტრუქტურული, სოციალური თუ ა.შ ამდენად რეპუტაციული და ფისკალური ეფექტი ძალიან მოკლედ ასე შეგვიძლია აღვნიშნოთ, თუმცა არის სხვა ეფექტები.

ნებისმიერი დავა არის ერთგვარი დიაგნოსტიკა მათ შორის, როგორ იმართება ქვეყანა, როგორ მიმდინარეობს ბიზნეს პროცესი. ძალიან ხშირად, როდესაც მეც მომიწია პროფესიულად არაერთ დავაში მონაწილეობა როგორც იურიდიული ფირმის პარტნიორს, არბიტრაჟის დავის მასალებში ჩანს დიაგნოსტიკა, თუ როგორ მიიღებოდა გადაწყვეტილებები, რა ხარისხის ჩართულობა იყო სახელმწიფო უწყებების და როგორი იყო კომპეტენცია. ამიტომ ეს არის ერთგვარი ანარეკლი, რამდენად გამართულია ფუნქციონალურად ქვეყანა, რამდენად დამოუკიდებელი არის მისი ინსტიტუტები, რამდენად ცოდნა და კომპეტენცია ფიგურირებს მოლაპარაკებებში და ასევე რაც მნიშვნელოვანია, რამდენად გამიჯნულია ქვეყანაში პოლიტიკა და ბიზნესი და კონკრეტული გარიგებები, რომელიც იდება.

ეს არის ბურუსით მოცული, თუ პროცესი, რომლის პირობებშიც წარმოებს მოლაპარაკება ქართულ მხარეს წარმოადგენს სათანადო კონტრაგენტი, რამდენად ღიაა, რამდენად ანგარიშვალდებული არის და რამდენად ჩვენს საზოგადოებას იმ მომენტისთვის, როცა შეიძლება დავა ვერ დამთავრდეს შეიძლება წარმატებით სულ მცირე იმის განცდა გვქონდეს, რომ ჩვენს ზურგს უკან არაფერი მომხდარა და ეს დავა სამართლებრივად ეკუთვნის მოწინააღმდეგეს, არა იმიტომ რომ ჩვენს რამეს რაიმე ცდომილება იყო, არამედ პოზიციები თუნდაც სამომლაპარაკებო პროცესში იყო შედარებით უფრო კარგად დაცული და წარმოდგენილი.

მნიშვნელოვანია, რომ დავების რაოდენობა გარკვეულ პროპორციაში იყოს ქვეყნის ეკონომიკის მასშტაბთან. ჩვენ მაინც მცირე მასშტაბის ეკონომიკა ვართ, ასე რომ ნებისმიერი ეკონომიკა შეიძლება იტანდეს დავების გარკვეულ რაოდენობას, მაგრამ როცა ეს რაოდენობა ადის დასაშვებობის მიღმა, ეს პირდაპირი ინდიკატორია რაიმე უსწორობას ხომ არ ჰქონდა ადგილი ქართული მხრიდან. ეს უსწორობა იყო კომპეტენციის დანაკლისი, თუ სხვა განზრახვებით ნაკარნახევი.

კომპეტენციის ნაკლებობას რომ დავაბრალოთ ეს ჩვენთვის დიდი შეღავათი არ არის, მაგრამ როცა მატულობს დავების რაოდენობა, სულ მცირე გარკვეულ კითხვებს ბადებს და ეს კითხვები არ არის მხოლოდ სამართლებრივი შინაარსის. ეს არ უკავშირდება მხოლოდ სახელშეკრულებო ტექნიკას, არამედ უკავშირდება იმ ბუნდოვანებას, რომელიც სამზარეულოში ხდებოდა.

როცა ეს ვაწვება, იწვევს მინიმუმ ემოციურ გულისწყრომას. გულისწყრომასთან ერთად ეს არის უარყოფითი გზავნილი საერთაშორისო ბიზნეს თემისადმი, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ფულის მოზიდვა ასეთი კონკურენტიანი გახდა და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რეგიონზე, მცირე ზომის ქვეყნებზე ჩვენთან ერთად ათობით სხვა ქვეყანა არის რომ ეს ფული მოიზიდოს და საკუთარი ეკონომიკა და ბიზნეს გარემო უფრო მიმზიდველი გახადოს, ამ რიგში ყოფნა ხდება რთული და გაუსაძლისი“,-განაცხადა ყიფიანმა „საქმის კურსის“ ეთერში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები