მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საარჩევნო კოდექსში ასახული ცვლილებები მხოლოდ მმართველი პარტიის ინტერესებს ატარებს" - შეხვედრა ეუთო/ოდირის მისიის წარმომადგენლებთან

სს
20.05.24 19:44
728

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“ წევრები ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) საჭიროების შემფასებელი მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე ნიკა მაჭუტაძემ და ჯგუფის წევრმა ბაჩუკი ქარდავამ შეხვედრაზე ქვეყნის საარჩევნო კანონმდებლობაზე ისაუბრეს.


„ჩვენ ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე რაც საარჩევნო კანონმდებლობას და პოლიტიკურ სისტემას აქვს ჩვენს ქვეყანაში. აღვნიშნეთ, რომ საარჩევნო კოდექსში ასახული ცვლილებები ატარებს მხოლოდ მმართველი პოლიტიკური პარტიის ინტერესებს. ყურადღება გავამახვილეთ ელექტრონული ხმის დათვლის სისტემის შესახებ, იქ არსებულ საფრთხეებზე და ამ საფრთხეების დაზღვევაზე“, - განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო არჩევნებზე მასშტაბური სადამკვირვებლო მისიების მონაწილეობის აუცილებლობას.

„ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ დასავლური სადამკვირვებლო მისიისა და ზოგადად დასავლური ინსტიტუტების სტიგმატიზაციის მცდელობაზე, რომელიც მიზნად დაისახა ამ ეგრეთ წოდებულმა გამჭვირვალეობის შესახებ კანონმა, რათა მმართველი ძალის მიერ დელეგიტიმაცია მოხდეს იმ სადამკვირვებლო მისიების შესაძლო მკაცრი შეფასებებისა, რომელიც საქართველოში შეიძლება არჩევნებს მოჰყვეს. ჩვენ აგრეთვე მოვითხოვეთ, რომ დასავლელმა პარტნიორებმა იმუშაონ ჩვენს ხელისუფლებასთან და მმართველ პარტიასთან ელექტრონული ხმის მიცემის სისტემასთნ დაკავშირებით, რათა ქართული ემიგრაცია და დიასპორა მეტად იყოს ჩართული საქართველოში გამართულ არჩევნებში“, - განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები