მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“საავიაციო საწვავი უახლოეს პერიოდში ალბათ კიდევ გაძვირდება, რაც მომხმარებელს ტვირთად დააწვება” - GEOSKY

6273ea4f68255
ანუკა ჯოხაძე
05.05.22 22:00
1171
კომპანია GEOSKY-ის ვიცე-პრეზიდენტი შალვა კიკნაძე BM.GE-თან აცხადებს, რომ საწვავის ღირებულება საბოლოო პროდუქტის ფასში პირდაპირ აისახება, შესაბამისად, ის გავლენას როგორც სატვირთო გადაზიდვების ტარიფზე, ისე სამგზავრო გადაზიდვებზე იქონიებს.

კიკნაძის განმარტებით, სატვირთო ავიაგადაზიდვების მიმართულებით ბაზარზე მდგომარეობა სტაბილურდება, რაც შესაძლებლობას იძლევა ბიზნესმა გრძელვადიანი განვითარების გეგმები დასახოს.

“ავიაციაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სწორედ საწვავია, რომლის გაძვირებაც ავიაკომპანიებისთვის მტკივნეულია. სამწუხაროდ საწვავის ფასი უახლოეს პერიოდში ალბათ კიდევ გაიზრდება, რაც ისევ მომხმარებელს დააწვება. გასული წლის განმავლობაში ტვირთების გადაზიდვაზე უკონტროლო ფასები იყო. იყვნენ კომპანიები, რომლებიც გარკვეულ მიმართულებებზე აწესებდნენ N ღირებულებას, ხოლო სხვა ავიაკომპანიები ორჯერ ნაკლებ ფასს ადებდნენ. იყო ე.წ მომენტის გამოყენების შემთხვევები.

დღეს იმდენად დასტაბილურდა ტარიფი და ღირებულება, რომ უკვე მიება როგორც საწვავის ღირებულებას, ასევე სანავიგაციო, ტექნიკური მომსახურების და სხვა ხარჯებს. შეიძლება ითქვას, დღეს უფრო მეტად არის შესაძლებელი გათვლა, ვიდრე ეს იყო 2-3 წლის წინ.”- აცხადებს კომპანია GEOSKY-ის ვიცე პრეზიდენტი შალვა კიკნაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები