მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საინფორმაციო შეხვედრა იყო" - როგორ დასტიმულირდება EURO 2024-ზე ფრენები ავიაკომპანიებმა ჯერ არ იციან

ფრენა თვითმფრინავი

ეკონომიკის მინისტრის მოადგილისა და ავიაკომპანიების შეხვედრა საინფორმაციო ხასიათის იყო - ასე უპასუხა ავიაკომპანია Geo Sky-ის გენერალურმა დირექტორმა, შალვა კიკნაძემ BM.GE-ის კითხვას, რომელიც ეკონომიკის სამინისტროში EURO-2024-ისთვის გერმანიის მიმართულებით ფრენების საკითხზე გამართული შეხვედრის დეტალებს შეეხებოდა.

გერმანიაში საფეხბურთო მატჩებზე დასასწრებად, დამატებითი პირდაპირი რეისებისა და ბილეთებზე ფიქსირებული, დაბალი ტარიფის უზრუნველყოფა პრემიერის დავალებაა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა მექანიზმით მოხდება ავიაბილეთების ხელმისაწვდომ ფასად შეთავაზება.

როგორც BMG-ს ავიაკომპანია Geo Sky-ის გენერალურმა დირექტორმა, შალვა კიკნაძემ უთხრა, ავიაკომპანიას გერმანიის მიმართულებით მხოლოდ ჩარტერული რეისის შესრულება შეუძლია.

განვიხილეთ ავიაკომპანიების შესაძლებლობა გერმანიაში ავიარეისების შესრულებასთან დაკავშირებით. ვუთხარით ამ ეტაპზე რა შეკვეთები გვაქვს, რას და როგორ ვგეგმავთ. ამ ინფორმაციას შემდეგ უკვე სამინისტროს მივაწვდით ოფიციალურად და გადაწყვეტს სახელმწიფო, რა სახით ჩაერთვება ამ რეისების განხორციელებაში. ჩვენ გერმანიაში რეგულარული რეისების შესრულების უფლება ჯერ არ გვაქვს, მხოლოდ ჩარტერების. რადგან გერმანიაში აკრედიტებული ვართ როგორც სატვირთო ავიაკომპანია რეგულარული მიმართულებით, რაც ნიშნავს, რომ ახალ ბილეთების გაყიდვის უფლება არ გვაქვს. შეგვიძლია, მთლიანად რეისი მივყიდოთ რომელიმე სააგენტოს, ვინც შემდეგ უზრუნველყოფს მის დატვირთვას. „ჯორჯიან ეარვეისიმაგალითად, აკრედიტებულია გერმანიაში როგორც რეგულარული გადამყვანი. შესაბამისად, მას აქვს საშუალება, ბილეთები გაყიდოს. ეს სრული ინფორმაცია მივაწოდეთ სამინისტროს და აქედან გამომდინარე შემდეგ უკვე სამინისტრო გადაწყვეტს ვთქვათ, „ჯორჯიან ეარვეისისბილეთებს გამოისყიდის და შეღავათიან ფასად მიაწვდის მოსახლეობას, თუ ჩვენ დაგვიკვეთავს სრულ რეისს და შედარებით იაფად გაყიდის. რა იქნება და რა გადაწყვეტილება ექნება სახელმწიფოს, მე ვერ გეტყვით“, - ამბობს შალვა კიკნაძე.

თავის მხრივ, „ჯორჯიან ეარვეისშიაღნიშნავენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა დამატებითი ჩარტერები დაინიშნოს.

როგორც იცით, „ჯორჯიან ეარვეისმაუკვე დანიშნა რეისები დორტმუნდის, ჰამბურგის და დიუსელდორფის მიმართულებით. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ავიაბილეთების რეალიზაცია და დაახლოებით 50% გაყიდულია. როდესაც ავიაბილეთების გაყიდვა დავიწყეთ ერთი გზის ღირებულება 295 ევროდან იწყებოდა. მოგეხსენებათ, გარკვეული კლასებია ბილეთებზე, ამ დროისთვის დარჩენილია ბილეთები, რომლის ფასიც დაახლოებით 350 ევროდანაა.

სავარაუდოდ მას შემდეგ, რაც მატჩებზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია დაიწყება და დასწრების მსურველები შეიძენენ აღნიშნულ ბილეთებს და სასტუმროებს დაჯავშნიან, ავიაბილეთების შეძენა უფრო აქტუალური გახდება. შესაბამისად, მოთხოვნიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, ჩვენი მხრიდან დამატებითი ჩარტერული ფრენები დაინიშნება“, - უთხრეს BMG-ჯორჯიან ეარვეისში“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები