მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საავიაციო ინფრასტრუქტურა და მობილობა: თელავის აეროპორტის გავლენა ტურისტულ ნაკადებზე

რეგიონების ეკონომიკური განვითარება პირდაპირ კავშირშია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასთან. ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესი სიახლეა კახეთში, სადაც თელავის აეროპორტის სამგზავრო ტერმინალის მშენებლობის ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლინდა. ახალი აეროპორტი არა მხოლოდ ლოგისტიკურ ხელმისაწვდომობას გაზრდის, არამედ მნიშვნელოვნად შეცვლის ადგილობრივი ტურიზმის, სასტუმრო ბიზნესისა და მევენახეობის დინამიკას. რეგიონში მოქმედი მეწარმეებისთვის, რომლებიც ტურისტულ და აგრო მიმართულებებს ერთდროულად ავითარებენ, ეს პროექტი ახალ კომერციულ შესაძლებლობებს ხსნის. რა მოლოდინები აქვს კერძო სექტორს და როგორ უნდა მოემზადოს ადგილობრივი ბიზნესი მზარდი ტურისტული ნაკადებისთვის?

სტუმარი: მარიამ ხოსროშვილი - “ბართლომეს მეღვინეობის” და ტურისტული კომპანია Ria Travel Georgia-ს დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები