მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საავტომობილო გზები, რომლებზეც თოვის გამო გადაადგილება შეიზღუდა

გზა

ძლიერი თოვის გამო საქართველოში საავტომობილო გზებზე გადაადგილება აკრძალვებითა და შეზღუდვებით ხდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის თოვის გამო გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაუჩერებლად გავლის რეჟიმში განხორციელდება, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ასევე საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე. გზის ამ მონაკვეთზე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

გადაადგილების შეზღუდვები მოქმედებს კახეთის მიმართულებითაც, კონკრეტულად კი ვერონა-შუამთას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ60

(ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე, მოძრაობა მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტისათვისაა დასაშვები. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები