საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 3 ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
ელექტრონული ტენდერები გამოცხადდა შემდეგ სამუშაოებზე:
- შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მეფისქალაქი–რკონის საავტომობილო გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის (კმ13-კმ18) რეაბილიტაცია - სავარაუდო ღირებულებით 5.9 მლნ ლარი;
შესყიდვის გამოცხადების თარიღია მიმდინარე წლის 16 სექტემბერი, წინადადებების მიღება იწყება 5 ოქტომბერს, ხოლო წინადადებების მიღება მთავრდება 10 ოქტომბერს.
- ადგილობრივი მნიშვნელობის ზომლეთი-ხიხაძირის საავტომობილო გზის 7 კმ-იანი (კმ21-კმ28) მონაკვეთის რეაბილიტაცია - სავარაუდო ღირებულებით 10.15 მლნ ლარი;
შესყიდვის გამოცხადების თარიღია, მიმდინარე წლის 16 სექტემბერი, წინადადებების მიღება იწყება 3 ოქტომბრიდან, ხოლო წინადადებების მიღება მთავრდება 8 ოქტომბერს.
შესრულებული სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის საგარანტიო ვადა შეადგენს – 3 წელს სამუშაოს მიღებიდან, რომლის განმავლობაშიც მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ხარვეზების აღმოფხვრა.
- შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის საავტომობილო გზის მე-11 კმ-ზე, მდინარე ტორჩიაზე არსებული სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია - სავარაუდო ღირებულებით 1.2 მლნ ლარი;
შესყიდვის გამოცხადების თარიღია მიმდინარე წლის 16 სექტემბერი, წინადადებების მიღება იწყება 8 ოქტომბერს, ხოლო წინადადებების მიღება მთავრდება 13 ოქტომბერს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტები სრულად ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.




























