მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვისთვის საჭირო დოკუმენტები/ვალდებულებები - მთავრობა დადგენილებას აქვეყნებს

ავტო

დღეს, საქართველოს მთავრობის №169 დადგენილება გამოქვეყნდა, რომლითაც „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესი“ მტკიცდება.

ეს წესი ადგენს საერთო სარგებლობის სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის მომსახურების პირობებს, საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვის პირობებს, ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, ნებართვის მოქმედების ვადას, სამგზავრო გადაყვანის პროცესში მონაწილეთა უფლებებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას.

დადგენილების მიხედვით, ნებართვის მისაღებად შემდეგი სახის დოკუმენტებია საჭირო:

1. საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მაძიებელმა ნებართვის მისაღებად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო), ელექტრონული ან წერილობითი მიმართვის საფუძველზე უნდა წარუდგინოს:

ა) ინფორმაცია გადამზიდველის მფლობელობაში არსებულ ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებით (რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ამ სატრანსპორტო საშუალების (საშუალებების) მფლობელობაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები), რომელიც ჩართული არის/იქნება საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაში ან/და საერთაშორისო არარეგულარულ სამგზავრო გადაყვანაში ან/და ქვეყნის შიდა რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაში;

ბ) ცნობა გადამზიდველის, მისი ხელმძღვანელის, მენეჯერისა და მასთან დასაქმებული ყველა მძღოლის ნასამართლობის შესახებ;

გ) მენეჯერსა და ყველა მძღოლთან გაფორმებული შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) მენეჯერის პროფესიული კომპეტენტურობის ან კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;

ვ) ამ წესის 8​2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფინანსური რესურსის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ფიზიკური პირის წარმომადგენლობის შემთხვევაში − სანოტარო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. სანოტარო წესით დამოწმება არ მოითხოვება, თუ განცხადება წარდგენილია ელექტრონული ფორმით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

თ) ამ წესის 8​2 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ავტობუსის შესაბამისი EURO IV უსაფრთხო კატეგორიის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ავტომობილის გამოშვების თარიღიდან გასულია 20 წელზე მეტი;

ი) სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

კ) შესაბამისი დაწესებულების მიერ მასთან დასაქმებული ყველა მძღოლის სახელზე გაცემული ცნობა ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ;

ლ) გადამზიდველის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული, საქმიანობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დეკლარაცია;

მ) ინფორმაცია იმ საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის სახეობაზე, რომლის განხორციელების სურვილიც გააჩნია.

2. საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მაძიებელს, ქვეყნის შიდა რეგულარული და საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელების მიზნით, ნებართვის მისაღებად სააგენტოს შეუძლია მიმართოს 2024 წლის 1 დეკემბრიდან.

3. მომსახურების გაწევისათვის ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ აღნიშნული დოკუმენტები ან ამ დოკუმენტებში ასახული ინფორმაცია ელექტრონული სახით ინახება სააგენტოს ან სხვა პირების ელექტრონულ ბაზებში და სააგენტოსათვის აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია.

4. გადამზიდველი ვალდებულია, ნებართვის აღებიდან არაუმეტეს 30 კალენდარულ დღეში წარუდგინოს სააგენტოს შესაბამის მარშრუტზე ავტობუსის/მინივენის მოძრაობის განრიგი, რომელიც შეთანხმებულია საქართველოში არსებულ საწყის, ბოლო და შუალედურ გაჩერების პუნქტებში არსებულ ავტოსადგურებთან. აღნიშნულ მარშრუტზე წარმოდგენილი გადამზიდველის მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მძღოლების რაოდენობა შესაბამისობაში უნდა იყოს ამ მარშრუტისა და განრიგის შესაბამისი რეისების შესასრულებლად. ეს პუნქტი არ ვრცელდება საერთაშორისო არარეგულარულ სამგზავრო გადაყვანასთან დაკავშირებულ ოპერაციებზე.

5. მენეჯერის ნასამართლობის შესახებ ცნობის, პროფესიული კომპეტენტურობის ან კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლისა და მენეჯერთან შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის წარდგენის ვალდებულება გადამზიდველს გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის 8​2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სხვაგვარად ვერ ადასტურებს საკუთარ კვალიფიკაციას.

6. ნებართვის მოქმედების პერიოდში, მის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში არსებული ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში აცნობოს სააგენტოს აღნიშნულის თაობაზე და წარადგინოს ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

აქვე გაგაცნობთ, საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის საქმიანობის განხორციელებისას, რა ვალდებულება წარმოეშვება, ნებართვის მფლობელს:

ა) გააჩნდეს სათანადო ფინანსური აქტივი (მათ შორის, ფულადი აქტივის ჩათვლით ან/და საბანკო ანგარიშები ან/და საბანკო გარანტია), რომლის მინიმალური თანხა ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის განისაზღვრება 5000 ლარის ოდენობით, ხოლო ყოველი შემდგომი ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის − 2500 ლარის ოდენობით, ამ წესის 8​1 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარდგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის გათვალისწინებით. ნებართვის მფლობელის საკუთრებაში არსებული ან/და მისთვის ლიზინგის ფორმით გადაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებები ჩაითვლება ფინანსურ რესურსად და ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით არ ვრცელდება დამატებითი რესურსის არსებობის ვალდებულება. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის ფინანსურ რესურსად შესაძლოა გათვალისწინებულ იქნეს ნებართვის მფლობელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება;

ბ) უნდა აკმაყოფილებდეს პროფესიული კვალიფიკაციის მოთხოვნას, რაც უნდა დასტურდებოდეს მასთან შრომით ურთიერთობაში მყოფი მენეჯერის სახელზე საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში გაცემული დიპლომით ან/და სერტიფიკატით ან ამავე სფეროში საქმიანობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილებით;

გ) ნებართვის მფლობელი, მისი მენეჯერი, ხელმძღვანელი პირი არ უნდა იყვნენ ნასამართლევნი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის, ხოლო გადამზიდველთან დასაქმებული მძღოლი − საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე, აგრეთვე ამავე კოდექსის 273-ე, 273​1 და 276-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის;

დ) გააჩნდეს სტაბილური და მუდმივმოქმედი ოფისი;

ე) გადამზიდველის მიერ გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ ის სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც წარმატებით აქვს გავლილი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება;

ვ) გადამზიდველის მიერ გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ ის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აღჭურვილია ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პარამეტრების აღმრიცხველი საკონტროლო მოწყობილობით − ტაქოგრაფით და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით;

ზ) ქალაქებს (ქ. თბილისი, ქ. ქუთაისი, ქ. ბათუმი, ქ. ზუგდიდი, ქ. თელავი) და ასევე 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ საქართველოში მდებარე შესაბამის დასახლებებს (ქალაქი, სოფელი, დაბა) შორის ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას გამოიყენოს მხოლოდ M3 კატეგორიისა და:

ზ.ა) მინიმუმ „EURO IV უსაფრთხო კატეგორიის“ ავტობუსი; ან

ზ.ბ) ავტობუსი, რომლის გამოშვების თარიღიდან გასულია არაუმეტეს 20 წლისა;

თ) დადგენილი წესით დაიცვას მარშრუტზე ავტობუსის/მინივენის მოძრაობის განრიგი;

ი) ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელების მიზნით, უზრუნველყოს თითოეული მარშრუტისა და განრიგის სააგენტოში რეგისტრაცია;

კ) საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის, საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანის და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელების დროს ბორტზე გააჩნდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ნებართვის ასლები;

ლ) დაიცვას ამ წესით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

პირის საქმიანობა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში გამოცდილებად ითვლება, თუ, სულ მცირე, ბოლო 2 წლის განმავლობაში:

ა) პირი ფლობდა საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვას; ან

ბ) პირი ფლობდა სააგენტოს მიერ კონკურსის საფუძველზე გაცემულ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილ საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის მრავალჯერად ნებართვას; ან

გ) პირის სახელზე გაცემული იყო საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი ან/და საქართველოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის გაცვლილი, სულ მცირე, 1 სანებართვო დოკუმენტი საერთაშორისო რეგულარული ან არარეგულარული სამგზავრო გადაყვანის განსახორციელებლად.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანებართვო პირობა ვრცელდება მხოლოდ იმ გადამზიდველზე, რომელზეც 2025 წლის 1 ივნისამდე არ იყო გაცემული საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა, ხოლო ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სტაბილურ და მუდმივმოქმედ ოფისად ითვლება უძრავი ქონება, რომელსაც გადამზიდველი ფლობს თავისი საქმიანობის განსახორციელებლად.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ვრცელდება მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ჩართულია საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო ან/და საერთაშორისო არარეგულარულ სამგზავრო გადაყვანაში.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება საერთაშორისო არარეგულარულ სამგზავრო გადაყვანასთან დაკავშირებულ ოპერაციებზე.

ნებართვის გაცემა:

1. ნებართვა გაიცემა ელექტრონული ფორმით, ხოლო დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლოა გაიცეს ნებართვის ელექტრონული დოკუმენტის ასლი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ნებართვის ფორმას ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი.

2. ნებართვის გაცემისას მასში მიეთითება ის საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის სახეობა, რომელიც სააგენტოსთვის მიმართვისას მიუთითა გადამზიდველმა. თუ გადამზიდველი აკმაყოფილებს საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისთვის ამ წესით დადგენილ სანებართვო პირობებს, ივარაუდება, რომ ის აკმაყოფილებს ქვეყნის შიდა რეგულარულ სამგზავრო გადაყვანასა და საერთაშორისო არარეგულარულ სამგზავრო გადაყვანასთან დაკავშირებულ სანებართვო პირობებს.

გადამზიდველი, რომელიც ახორციელებს:

ა) ქვეყნის შიდა რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას და აქვს სურვილი, განახორციელოს საერთაშორისო რეგულარული ან საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანა; ან

ბ) საერთაშორისო არარეგულარულ სამგზავრო გადაყვანას და აქვს სურვილი, განახორციელოს ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანა ან/და საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა, ვალდებულია, აღნიშნულის თაობაზე განცხადებით მიმართოს სააგენტოს და იმ შემთხვევაში, თუ დააკმაყოფილებს შესაბამის სანებართვო პირობებს, სააგენტოს მიერ მოხდება საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვაში შესაბამისი ცვლილების შეტანა.

ნებართვის მოქმედების ვადა:

საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა გაიცემა გადამზიდველზე 3 წლის ვადით და არსობრივად არის დაკავშირებული მის მფლობელთან.

პასუხისმგებლობა უნებართვო საქმიანობისთვის:

1. საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა, საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანა ან ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანა, სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გარეშე, გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

2. უნებართვო საქმიანობად ჩაითვლება სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გარეშე მგზავრის გადაყვანა და ბარგის გადაზიდვა ნებისმიერი დანიშნულებითა და მიზნით, რაც გამოიხატება შესაბამისი ანაზღაურების საფუძველზე საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსში/ მინივენში მგზავრების არსებობის ფაქტით, ან ავტობუსში/მინივენში იმ შესაბამისი ნიშნის განთავსებით, რომელიც სამგზავრო გადაყვანის განხორციელების მაიდენტიფიცირებელი იქნება (აბრა) ან სხვა ნიშნის განთავსებით ან შესაბამისი სამგზავრო გადაყვანის მომსახურების საჯარო შეთავაზების სხვა ფორმის გამოყენებით.

3. შესაბამისი ანაზღაურების საფუძველზე საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის მიზნით, ავტობუსში/მინივენში მგზავრების არსებობის ფაქტი ან ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე სამგზავრო გადაყვანის განხორციელების შესახებ აბრის ან სხვა ნიშნის განთავსება ან შესაბამისი სამგზავრო გადაყვანის მომსახურების საჯარო შეთავაზების სხვა ფორმის გამოყენება აღქმული იქნება საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის განხორციელებად.

შუალედური გაჩერების პუნქტი:

1. ავტოსადგურებს შორის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება მოეწყოს ავტობუსების შუალედური გაჩერების პუნქტები.

2. შუალედური გაჩერების პუნქტი შეიძლება იყოს:

ა) აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია;

ბ) ავტოსადგური;

გ) იმ დასახლებაში (ქალაქი, სოფელი, დაბა), სადაც არ არის ავტოსადგური, მარშრუტზე ავტობუსის/მინივენის მოძრაობის განრიგში მითითებული გაჩერების პუნქტი;

დ) „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ ევროპის შეთანხმების (AETR) საქართველოში იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №209 განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მხოლოდ ავტომაგისტრალზე სააგენტოს მიერ განსაზღვრული შუალედური გაჩერების პუნქტი.

შუალედური გაჩერების პუნქტს უნდა გააჩნდეს:

ა) გასაჩერებელი სივრცე, სულ მცირე, 30 ერთეული ავტობუსის/ მინივენის მიღებისათვის (მათ შორის, მისასვლელი ბაქნებით და გადახურული);

ბ) დაცვის სამსახურისთვის სივრცე;

გ) განათების სისტემა, რომელმაც უნდა მოიცვას შუალედური გაჩერების პუნქტის მთელი ტერიტორია;

დ) სახანძრო უსაფრთხოების სისტემა;

ე) 24-საათიანი უწყვეტი ვიდეომონიტორინგის სისტემა, რომელმაც უნდა მოიცვას შუალედური გაჩერების პუნქტის მთელი ტერიტორია;

ვ) სანიტარიულ-ჰიგიენური ბლოკი, რომელიც უნდა იყოს მოწყობილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი ნორმების გათვალისწინებით;

ზ) ავტობუსის შესამოწმებელი ორმო;

თ) ინტერნეტთან უფასო წვდომის შესაძლებლობა;

ი) ბავშვთა გასართობი ღია და დახურული სივრცე;

კ) მოსაცდელი სივრცე, სულ მცირე, 150 ადამიანზე გათვლილი;

ლ) სამედიცინო პუნქტი;

მ) სრული ტერიტორია აღჭურვილი შესაბამისი საგზაო ნიშნებითა და მონიშვნით;

ნ) საინფორმაციო სამსახური;

ო) უწყვეტი ელექტროენერგიის წყარო (გენერატორი);

პ) სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესაბამის სფეროში აკრედიტებული ორგანოს მიერ სერტიფიცირებული უძრავი ქონების შეფასების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ გაცემული დასკვნა, რომლითაც დასტურდება შუალედური გაჩერების პუნქტის შესაბამისობა ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან.“;

ლ) მე-10 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 მუხლი:

გარდამავალი დებულება:

1. გადამზიდველს, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო არარეგულარულ სამგზავრო გადაყვანას ან/და ქვეყნის შიდა რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, სამგზავრო გადაყვანის ნებართვის ფლობის ვალდებულება წარმოეშობა 2025 წლის 1 მარტიდან.

2. 2024 წლის 1 დეკემბრიდან 2025 წლის 1 ივნისამდე პერიოდში, საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანის ან/და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელების მიზნით შესაბამისი ნებართვის მოსაპოვებლად,

ნებართვის მაძიებელმა უნდა წარადგინოს:

ა) ინფორმაცია მფლობელობაში, სულ მცირე, ერთი ავტობუსის/ მინივენის შესახებ, რომელიც ნებართვის სახეობის გათვალისწინებით ჩართული არის/იქნება საავტომობილო სამგზავრო გადაყვანაში;

ბ) სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ყველა ავტობუსის/მინივენის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ანგარიში;

დ) გადამზიდველის, მისი ხელმძღვანელის ნასამართლობის შესახებ ცნობა;

ე) გადამზიდველის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული, საქმიანობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დეკლარაცია.

3. მომსახურების გაწევისათვის ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ აღნიშნული დოკუმენტები ან ამ დოკუმენტებში ასახული ინფორმაცია ელექტრონული სახით ინახება სააგენტოს ან სხვა პირების ელექტრონულ ბაზებში და სააგენტოსათვის აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია.

4. მხოლოდ საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანის ან/და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელების მიზნით, საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მფლობელ გადამზიდველზე,

2025 წლის 1 ივნისამდე, ვრცელდება ამ წესის 8​2 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „გ“, „ე“, „ვ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სანებართვო პირობები − საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანის შემთხვევაში;

ბ) „გ“, „ე“, „თ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სანებართვო პირობები − ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის შემთხვევაში.

საერთაშორისო არარეგულარულ სამგზავრო გადაყვანასა და ქვეყნის შიდა რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაზე ამ წესის 8​1-8​2 მუხლები გავრცელდეს 2025 წლის 1 ივნისიდან.

გადამზიდველი, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მოპოვების ვალდებულება წარმოეშობა 2024 წლის 1 ივლისიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები