მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საავტომობილო ზეთებისა და საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა

63983849ab4d2
BM.GE
13.12.22 12:33
471
იანვარ-ნოემბრის პერიოდში საავტომობილო ზეთებისა და საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

კერძოდ, 2022 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 19,61 ათასი ტონა, რაც 2,49 ათასი ტონით ანუ 14,5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (17,12 ათასი ტონა) შედარებით.

"მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან - 4,02 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 20,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ირანი - 3,62 ათასი ტონა (18,5%); გერმანია - 2,09 ათასი ტონა (10,7%) რუსეთი - 2,01 ათასი ტონა (10,2%); და სხვ.

2022 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 116,1 ათასი ტონა, რაც 30,3 ათასი ტონით ანუ 35,3%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (85,8 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის, მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 53,6% (62,2 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 24,7% (28,7 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან, 15,3% (17,8 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 4,1% (4,8 ათასი ტონა) - ეგვიპტიდან, 2,2% (2,6 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან", - წერია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები