მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საავტომობილო ზეთებისა და საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა

6458be7a50aac
BM.GE
08.05.23 13:27
521
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, იანვარ-აპრილის თვეებში საავტომობილო ზეთებისა და საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა.

კერძოდ, 2023 წლის იანვარ-აპრილის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 6,84 ათასი ტონა, რაც 0,47 ათასი ტონით ანუ 7,4%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (6,37 ათასი ტონა) შედარებით.

მიმდინარე წლის 4 თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან - 1,61 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 23,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ირანი - 1,20 ათასი ტონა (17,5%); გერმანია - 0,80 ათასი ტონა (11,7%), ბელგია - 0,40 ათასი ტონა (5,8%); და სხვ.

2023 წლის იანვარ-აპრილის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 36,0 ათასი ტონა, რაც 2,3 ათასი ტონით ანუ 6,8%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (33,7 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის, მიმდინარე წლის 4 თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 52,5% (18,9 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 24,2% (8,7 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან, 18,1% (6,5 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან; 5% (1,8 ათასი ტონა) - თურქეთიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები