რამდენიმე თვეა განსაკუთრებით აქტიურად განიხილება და ხშირად საკმაოდ ხმაურიანადაც საავტორო უფლებების თემებთან დაკავშირებული საკითხები, უშუალოდ საკანონმდებლო ცვლილებებს მიღმა ბაზარზე მოქმედი და შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლების განსხვავებული პოზიციების გათვალისწინებით.
ბევრჯერ იყო საუბარი და განხილვა კონკრეტული ბრალდებების ფონზე, თუმცა ამ დროში უმეტესად უშუალოდ ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხები ნაკლებად განხილვადი იყო.
ამ დროისთვის მოკითხული ინფორმაციით, ჰონორარების შეკრების ფუნქციას GCA ახორციელებს, რომელთან დაკავშირებითაც ავტორების ნაწილის საჯარო პრეტენზიები არაერთხელ იყო. გასული თვეების და კვირების განმავლობაში იყო პასუხებიც, თუმცა ამ კითხვა-პასუხის დაუსრულებლობის ფონზე შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომლის მიერ ორი სხვა და სხვა ჰონორარების შეკრების ფუნქციის მატარებელი ორგანიზაციის წესდებების შესწავლა მოხდა.
სტუმრები: დათო ევგენიძე - მუსიკოსი;
მიშა რამიშვილი - IPOA-ს წარმომადგენელი, იურისტი;
ლადო რაფავა - დათო ევგენიძის ადვოკატი;