მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბაგიროების გარეშე სასტუმროების ამოქმედებას აზრი არ ექნება - Inn Group

60310445f1c6f
ვიქტორია მღებრიშვილი
20.02.21 21:15
897
ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ დღეს პარლამეტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა, რომ სამთო კურორტების მიმართულებით შესაძლებელია სასტუმროების გახსნა, თუმცა საბაგიროების გარეშე. ის ამბობს, რომ ეს რაციონალური გადაწყვეტილება იქნება.

რას ფიქრობს და როგორ აფასებს სამთო კურორტებზე მოქმედი სასტუმროები ნათია თურნავას დღევანდელ განცხადებას და რამდენად დროული შეიძლება იყოს მსგავსი გადაწყვეტილება კურორტებზე მოქმედი ბიზნესისთვის - ეს კითხვა BM.GE-მ ბაკურიანსა და გუდაურიში სასტუმროების მმართველი კომპანია Inn Group-ის აღმასრულებელ დირექტორს დაუსვა.

ერეკლე კოკაია ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებას აზრი მაშინ ექნებოდა, თუ ის იანვრის დასაწყისში ამოქმედდებოდა და კერძო სექტორი დაამტკიცებდა, რომ რეგულირების პირობებში ოპერირება ვირუსის გავრცელების საფრთხეს მინიმუმამდე დაიყვანდა. მისი თქმით, ეკონომიკის მინისტრთან ერთ-ერთი შეხვედრისას სექტორმა ეს წინადადება თავად წამოაყენა იმ იმედით, რომ მთავრობა გადაწყვეტილებას დროულად მიიღებდა, რის შემდეგადაც შემდეგ ეტაპზე თავად საბაგიროების გახნის საკითხიც დადგებოდა დღის წესრიგში.

„მთავრობის წერმომადგენლების მეირ გაცხადებული ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის ფარგლებში დაახლოებით 2 კვირის წინ სასტუმროების წარმომადგენლებისა და ეკონომიკის მინისტრის შეხვედრაზე შევთავაზეთ, რომ მთის კურორტებზე პირველ ეტაპზე მომხდარიყო სასტუმროების გახსნა და შემდეგ მალევე, როდესაც დარწმუნდებოდნენ, რომ ვირუსის გავრცელების საფრთხეები არ არსებობდა, გახსნილიყო სააბგიროებიც. ეს ქმედებები მალე უნდა მომხდარიყო, იმისთვის, რომ თებერვალში მაინც გვქონოდა შესაძლებლობა აგვემოქმედებინა ჩვენი ბიზნესი. ამით ისინი დარწმუნდებოდნენ, რომ სასტუმროების ამოქმედების შემთხვევაში მკაცრი რეგულირების პირობებში ვირუსის გავრცელების საფრთხე არ იქნებოდა და საბაგიროს გახსნის შემთხვევაშიც გავრცელების რისკი ძალიან დაბალი იქნებოდა“, - ამბობს ერეკლე კოკაია.

Inn Group-ის ხელმძღვანელი თვლის, რომ ხელისუფლება გადაწყვეტილებებს ძალიან ნელა იღებს, რაც კერძო სექტორს აზარალებს.

„იმ შემთხვევაში თუ დროულად მოხდებოდა ამ გადაწყვეტილების ამოქმედება, ბაკურიანის შემთხვევაში ეს საშუალებას მისცემდა სასტუმროებს ნაწილობრივად მაინც დატვირთულიყო, თუმცა გუდაურის შემთხვევაში, კურორტის სპეციფიკიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ეს უფრო სათხილამურო კურორტია, საბაგიროების უმოქმედობის შემთხვევაში სასტუმროების ამოქმედებას არანაირი აზრი არ ექნება, რადგან დამსვენებელი იქ სათხილამუროდ ჩამოდის.

ჩვენ უნდა გამოგვეყენებინა ეს შესაძლებლობა და გვეჩვენებინა მთელი მსოფლიოსთვის, როგორ შეიძლებოდა მთის კურორტები რეგულაციების დაცვით გვემართა. კერძო სექტორი შეზღუდვებზე თანახმა ვიყავით და ყველა მათ კითხვაზე გვქონდა პასუხი, მთავარია რომ მოეხსნათ აკრძალვები“, - განმარტავს კომპანიის ხელმძღვანელი.

კითხვაზე - გახსნის თუ არა Inn Group-ი სასტუმროებს „ბაკურიანი ინნ“-სა და „გუდაური ინნ“-ს, ერეკლე კოკაია ასე პასუხობს: „ეს მხოლოდ განცხადებაა და ის არ არის სისრულეში მოყვანილი ჯერ, ამასთან ამოქმედების შემთხვევაში დღესვე არ გაკეთდება ჯავშნები. ამას დასჭირდება დაახლოებით 2 კვირა და 2 კვირის შემდეგ თოვლი დნობას დაიწყებს. გუდაურში ამის შესაძლებლობას მე ვერ ვხედავ, რადგან გუდაური თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია საბაგიროს ამოქმედებაზე. ბაკურიანში კიდევ შესაძლებელია, რომ ოჯახები ავიდნენ. ბაკურიანის სასტუმროს ამუშავებას ვეცდებით, თუმცა გუდაურში თავს შევიკავებთ“, - განაცხადა კოკაიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები