მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბაჟოს რობოტი თანამშრომელი ეყოლება - „მიზანია, ადამიანებს მხოლოდ ადამიანური სამუშაო დავუტოვოთ“

63d7dc47eaaec
ინგა მურუსიძე
26.01.23 15:00
647
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟოს რობოტი-თანამშრომელი ეყოლება. ციფრული თანამშრომლის პრეზენტაცია მებაჟის დღეზე გაიმართა.

კომპანია ZEPTOS-ის თანამდამფუძნებელი და მმართველიო პარტნიორი დავით მეშველაშვილი რობოტი-თანამშრომლის ფუნქცია-მოვალეობებზე საუბრობს.

„იგეგმება საბაჟოს პროცესის რობოტიზაცია. ჩვენი პირველი ამოცანა იყო, რომ ხელოვნური ინტელექტი დაგვეპროგრამებინა დოკუმენტების ამოცნობასა და ამ დოკუმენტებიდან მონაცემების ექსტრადირებაზე, რაზეც მებაჟე-ოფიცრები საკმაოდ დიდ დროს ხარჯავენ. გულწრფელად რომ ვთქვათ, მთავარი, რასაც ვაკეთებთ არის ის, რომ რობოტი გამოვიყვანოთ ადამიანიდან და ადამიანებს მხოლოდ ადამიანური სამუშაო დავუტოვოთ. მას შემდეგ, რაც რობოტმა ისწავლა დოკუმენტების დამუშავება, შემდეგი ნაბიჯი იყო, რომ ხელოვნური ინტელექტისთვის გვესწავლებინა ისეთ საბაჟო-პროცედურებში მონაწილეობის მიღება, როგორიც არის სხვადასხვა ტიპის დეკლარაციების შევსება, ასევე წარმოშობის სერთიფიკატების შევსება და დადასტურება, ფინანსური ვალდებულებების შესრულება. რობოტი არის ასისტენტი და დამხმარე მებაჟე-ოფიცრებისთვის“, - განაცხადა მან.

გარდა ამისა, დავით მეშველაშვილის განმარტებით, შექმნილია ფიზიკური რობოტი, რომელიც საბაჟოს ე.წ. ფრონტ-ოფისის თანამშრომლებს შეუმსუბუქებს საქმეს.

„შევქმენით ფიზიკური რობოტი, რომელსაც ამ ეტაპზე შეუძლია, რომ მიიღოს დოკუმენტები, ამოიცნოს, გააციფრულოს, მომხმარებელს შეატყობინოს, თუკი რაიმე დოკუმენტი აკლია და დაუბეჭდოს დეკლარაცია მას შემდეგ, რაც დადასტურდება. სამომავლოდ, ეს რობოტი სხვა მიმართულებით განვითარდება“, - თქვა მეშველაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები