მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საბაჟოზე ₾58 ათასის ღირებულების არადეკლარირებული მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს

63456beecadb7
BM.GE
11.10.22 17:19
780
საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის ა.უ.-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული მობილური ტელეფონები (53 ცალი) აღმოაჩინეს.

საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 58 093,14 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები