მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბანკო ასოციაციამ და "ლეო ინსტიტუტმა" თანამშრომელთა ჩართულობის გასაზრდელად ვორქშოპი გამართეს

6319a8ab94170
ლიკა მეგუთნიშვილი
08.09.22 22:27
515
საქართველოს საბანკო ასოციაციამ და "ლეო ინსტიტუტმა" თემაზე - „რა შეგვიძლია გავაკეთოთ თანამშრომელთა მაღალი ჩართულობის და ერთად მუშაობის კულტურის შესაქმნელად“ - ერთობლივი ვორქშოპი გამართეს. ვორქშოპში კომერციული ბანკების ადამიანურ რესურსების და მენეჯმენტის სხვა მიმართულებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 

Gallup-ის კვლევის თანახმად, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ტარდება, თანამშრომლების 85%-ს თავისი სამსახური არ უყვარს. ამერიკის შეერთებულ შტატებში თანამშრომლები მასობრივად ტოვებენ სამსახურს. პანდემიის შემდეგ იგივე ტენდენცია შეიმჩნევა სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის საქართველოშიც. ამ გამოწვევასთან ერთად, ახალი თანამშრომლების აყვანაც რთული პროცესია.

„მნიშვნელოვანია, მსჯელობა ამ პრობლემის შესახებ და მისი გადაჭრის გზების ძიება. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ გაცილებით უფრო ბედნიერი და წარმატებული სამსახურში“, - ამბობს "ლეო ინსტიტუტის" გენერალური დირექტორი გიორგი ბურჭულაძე.

საბანკო სექტორს დიდი ხანია დაწყებული აქვს მუშაობა ამ მიმართულებით. ის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი და ამავდროულად ადამიანთა ჩართულობისა და განვითარების კუთხით უპირობო, ინოვაციური ლიდერია.



„დღეს, მსოფლიოში რადიკალურადაა შეცვლილი დასაქმების ტენდენციები, ახალ თაობას კი ყველა სხვა თაობისგან განსხვავებული მისწრაფებები აქვს. ეს გლობალური ტენდენცია საქართველოშიც თვალსაჩინოა. ჩვენ გვსურს, ამ გამოწვევებზე აქტიური მუშაობა დავიწყოთ და ისეთი სისტემები შევქმნათ, რომლებიც ახალ რეალობას მოერგება“, - აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე, საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი.



საქართველოს საბანკო ასოციაცია უერთდება "ლეო ინსტიტუტის" მოძრაობას ქვეყანაში თანამშრომელთა ჩართულობის გასაზრდელად. "ლეო ინსტიტუტს", რომელსაც მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილება აქვს და კარგად იცნობს ქართულ კულტურას, წლებია, კომპანიებს ერთად მუშაობის კულტურის შექმნასა და თანამშრომელთა ჩართულობის გაზრდაში ეხმარება.
NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები