მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბანკო ასოციაციის შეფასებით, "იპოთეკური სესხების სუბსიდირებას კარგი მაჩვენებლები აქვს"

61c34814382be
შოთა ტყეშელაშვილი
22.12.21 22:35
715
საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის, ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამას, რომელიც პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა უკვე "საკმაოდ კარგი შედეგები აქვს".

ძნელაძის თქმით, ამ პროგრამით 1000-მდე მსესხებელმა ისარგებლა, გაცემული პორტფელი კი 100 მილიონს აჭარბებს.

"რამდენიმე თვეა ამოქმედდა იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა და უკვე საკმაოდ კარგი მაჩვენებლებია. 1000-მდე ავიდა უკვე დამტკიცებული სესხების რაოდენობა და 100 მილიონი არის პორტფელი, რაც მთლიანად იპოთეკური სესხების 1%-ია, ეს მნიშვნელოვნად კარგი მაჩვენებელია თუ გავითვალისწინებთ იმ შეზღუდვებს, რა შეზღუდვებითაც ხდება სუბსიდირება,"- ამბობს ალექსანდრე ძნელაძე.

უფრო კონკრეტულად კი პროგრამა, რომლითაც მრავალშვილიანი ოჯახები ან 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული ბავშვის მშობლებისთვის იპოთეკურ კრედიტებზე სუბსიდია გაიცემა, სექტემბრიდან ამოქმედდა. სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ინფორმაციით, ამ დრომდე მის ფარგლებში 1005 კრედიტი დამტკიცდა, ამ სესხების ჯამური ღირებულება კი 111 მილიონი ლარია.

პროგრამის პირობები:

იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში: ჰყავს 2021 წლის პირველი სექტემბრის შემდეგ დაბადებული წლამდე ასაკის შვილი; ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს სამი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი; ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, რომელსაც სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის პირველ სექტემბრის შემდეგ შვილად აყვანილი არასრულწლოვანი პირი.

პროგრამის ფარგლებში, იპოთეკური კრედიტების გაცემა ხდება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში. მას გასცემს კომერციული ბანკი, პირველადი და მეორადი ბინის/სახლის შესაძენად ან კერძო სახლის ასაშენებლად. იპოთეკური სესხი უნდა გაიცეს 2021 წლის პირველი სექტემბრის შემდეგ.

სესხის მაქსიმალური მოცულობა იქნება 200 000 ლარი. თუმცა, დასაშვებია, რომ ასაშენებელი ბინის/სახლის ღირებულება აღემატებოდეს 200 000 ლარს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები