"საქართველოს საბანკო ასოციაცია" ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ასოციაციის წევრ ქართუ ბანკს და ევროპის სახალხო პარტიის (EPP) რეზოლუციის რეკომენდაციებს შეეხება, მათ შორის მოწოდებას ქართუ ბანკის სვიფტ სისტემიდან გამოთიშვის შესახებ.
საბანკო ასოციაცია აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტი არის პოლიტიკური შინაარსის დოკუმენტი და ის ბანკის მიმართ სამართლებრივი შედეგების დადგომას არ იწვევს შესაბამისად, "ქართუ ბანკი" SWIFT სისტემიდან არ არის გათიშული.
"გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მოცემული რეზოლუცია წარმოადგენს პოლიტიკური შინაარსის დოკუმენტს და ის არ შეიძლება გახდეს ბანკის მიმართ მოქმედების სამართლებრივი ან რეგულაციური საფუძველი, საუბარი ქართუს სვიფტ სისტემიდან გამოთიშვაზე არ შეესაბამება რეალობას.
"ქართუ ბანკი" საერთაშორისო საფინანსო სისტემის ნაწილია და იცავს როგორც საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას, ასევე საერთაშორისო რეგულაციებს.
აღნიშნული ფაქტის საფუძველზე პროგნოზების და ინტერპრეტაციების გავრცელებამ ადგილობრივი აქტორების და მედიის მიერ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოების მიერ რეალური სურათის აღქმას და გამოიწვიოს ბანკის ფინანსური ზიანი", - ნათქვამია განცხადებაში.