მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბანკო დაკრედიტება 966 მილიონი ლარით გაიზარდა და 57 მილიარდ ლარს მიაღწია

ბანკები

საქართველოში მოქმედი ბანკების საკრედიტო პორტფელი გასული თვის განმავლობაში 966 მილიონი ლარით, ანუ 1.71%-ით გაიზარდა და მან 57.3 მილიარდ ლარს მიაღწია.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ივნისში ეროვნული ვალუტით დაკრედიტება 786 მილიონი ლარით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების პორტფელი 180 მილიონი ლარით გაიზარდა.

"რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2024 წლის ივნისის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 9.36 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 4.21%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 16.55 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.05%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.94%-ით მეტი).

2024 წლის ივნისის განმავლობაში 1.31%-ით, ანუ 382.81 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და ივნისის ბოლოსათვის 29.52 მლრდ ლარი შეადგინა.

2024 წლის ივნისის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 54.83 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.45 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.48 პროცენტული პუნქტით),"- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები