სებ-ის ინფორმაციით, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 2025 წლის აგვისტოს ბოლოსათვის 63 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 1.02 მილიარდი ლარით, 1.65%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.
დეპოზიტების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 11.58% შეადგინა. აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 276.94 მილიონი ლარით, ანუ 0.95%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.08%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 745.31 მილიონი ლარით, ანუ 2.28%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 2.37%-ით).
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2025 წლის აგვისტოს ბოლოსათვის 50.28% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.05 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.11 პროცენტული პუნქტით).
აგვისტოში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.76% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.66% , ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.59%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.78%, ხოლო ევროს წილმა 19.08% შეადგინა.




























